ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარის გაუქმებული ტროტუარი - მძღოლები და ქვეითები საფრთხეებზე საუბრობენ (ფოტო)
ზუგდიდის ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში  გარშემო ტერიტორიაზე არსებული  ტროტუარი სრულად გაუქმდა. მის ნაცვლად  კონტრაქტორმა კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მრავალწლოვანი ნარგავები განათავსა. ამას გარდა, გაუქმებულია  ბულვარის გადასაკვეთად მანამდე არსებული გადასასვლელებიც. სიახლემ ადგილობრივების, განსაკუთრებით კი მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია. საკითხს სოციალურ ქსელში გამოხმაურებაც მოჰყვა.

ერთ-ერთი პირველი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში ამ პრობლემაზე საუბრობდა, ლანეტა როდონაიაა. 

"პირადად მე, როგორც ქვეითს, როგორც მძღოლს და როგორც რიგით მოქალაქეს საშინლად არ მომწონს "განახლებული" ბულვარი. დილით სამსახურში მიმავალს შიში მკლავს ვინმე არ "გამოხტეს" სავალ გზაზე. დღეს კი ეს შიში გამართლდა და ადამიანებმა, რომლებსაც არ დახვდათ ტროტუარი, ბუჩქებიდან გამოხტომა მოინდომეს. ტროტუარი აუცილებელი რომ უნდა იყოს, მხოლოდ ჩემი აზრია ნეტა?", - წერს მოქალაქე. 

იურისტი ჯანო ჭკადუა ფეისბუქზე ზუგდიდის მერიას მიმართავს და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითები დაზიანდნენ, ამაში ადგილობრივი ხელისუფლების "წვლილიც" იქნება.

ჯანოს სოციალურ ქსელში სხვა ზუგდიდელებიც გამოეხმაურნენ:

გიორგი ქარჩავა: "რამდენჯერ გადმოგვიხტნენ ბავშვები. მომავალ კაცს ფიზიკურად ვერ ნახავ. თან შუა გადასასვლელი გააუქმეს".

თამთა ალანია: "საშინელებაა, ქვეითისთვისაც და მანქანისთვისაც - არ ვიცი, რა ლოგიკა და რა ახსნა აქვს და ვისთვის არის ეს ცვლილება სასარგებლო". 

ნათია სახოკია: "ძალიან სახიფათოა, ხილვადობა რთულია ამ მცენარეების ფონზე".

ირაკლი ჯიქია: "თან გადასვლამ რომ მოგიწიოს, ნახევარი კილომეტრი უნდა გაიარო, გადასასვლელებიც რომ გაუქმდა".

მედეა გადრანი: "შესვენების დროს ვჩქარობ და უაზრო წრეები მაქვს გასაკეთებელი...რით ვერ დაამთავრეს ამ ბულვარის თემა, რას ერჩიაან??".


კითხვით, რამდენად იყო შეთანხმებული საკითხი და ტროტუარის გაუქმება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ზუგდიდის მერიას მივმართეთ. პრესცენტრში განგვიმარტეს, რომ ცვლილებები მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მიიღეს.

ძველი ტროტუარი

"ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მწვანე სივრცეების გაზრდა არის ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და ის ემსახურება პირველ რიგში მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იქმნებოდა ამ მხრივ სხვადასხვა პრობლემა, რადგან მოქალაქეთა ნაწილი არ სარგებლობს "ზებრა" გადასასვლელით. ხედავთ, რომ მოწესრიგდა ბულვარის შიდა ტერიტორიაზე სასეირნო ბილიკები და გაიზარდა მწვანე ზოლი", - გვიპასუხეს მერიაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ზუგდიდის მერიის მიერ შემუშავებული გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის მიხედვით ახორციელებენ. რეაბილიტაცია პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. ბულვარის ტერიტორიაზე ამჯერად კომპანია "დაგი" მუშაობს.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდი მოლში ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია დრესარიუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა: Hackett; Lion of Porches და Pepe Jeans.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატარებს ბაზრის კვლევას ზუგდიდის რეგიონალური ოფისისთვის ფართის ქირაობის მიზნით.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მარტი 2023
ხვალ, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის N54) კვლევის
26 / მარტი 2023
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა პაატა ადამიამ შალვა
25 / მარტი 2023
თბილისში გამართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია - გამოფენაზე დღეს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.