სტატია
სუსტი გარე განათება - მძღოლებისა და ქვეითების პრობლემა ზუგდიდში (ფოტო)
რუსთაველის, თამარ მეფის, კოსტავას ქუჩებისა და აღმაშენებლის გამზირის ნაწილი - ეს მცირე ნაწილია ზუგდიდის ქუჩების იმ ჩამონათვალისა, სადაც გარე განათების პრობლემაა. სწორედ აღნიშნული ადგილები მოხვდა რადიო "ათინათის" ობიექტივში.

ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ აქ ლამპიონები ან ნაწილობრივაა განათებული, ან ლედ ნათურები იმდენად სუსტად ანათებს, რომ მძღოლებისთვის ხილვადობა სუსტია, რაც, თავის მხრივ არაერთ პრობლემას ქმნის, მათ შორის, ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს. კვლევების მიხედვით, ქუჩების ადეკვატური განათების შედეგად, 30%-მდე მცირდება ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი.

ზუგდიდში რომ გარე განათების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას, ადასტურებს რამდენიმე მძღოლის საუბარი რადიო "ათინათთან".

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ზვიად გურგულია ამბობს, რომ თანამედროვე, ე.წ ლედ სანათების სისტემა კარგია, თუმცა არასაკმარისია ხილვადობისთვის.

" მე 50 წელია მძღოლი ვარ, გადაადგილება მიწევს როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ, დიდ ქალაქებში უკეთესი განათებაა. არც უბნებში და არც ტრასაზე არ არის შესაბამისი განათება. ერთადერთი პრობლემა რაც არის, არის სუსტი ნათურები, რომლებიც უნდა გამოიცვალოს. ხილვადობა არაა, როცა კარგი ამინდია შედარებით არის, მაგრამ წვიმის დროს, ხილვადობა ნულს უტოლდება", - ამბობს ის.

მისი თქმით, ამ პრობლემის გამო მძღოლები იძულებულნი არიან, შორი განათების ფარები გამოიყენონ, რაც კიდევ უფრო ართულებს მოძრაობას.

"როდესაც გზას კარგად ვერ ვხედავ და მანქანა შორი განათების ფარებს იყენებს, იძულებული ვარ, გავჩერდე, რათა რამეს არ დავეჯახო. თუკი წვიმის დროს გადაადგილდება ადამიანი და განსაკუთრებით, თუ შავი აცვია, ნაკლებად შეამჩნევ. ფეხით მოსიარულესაც სჭირდება კარგად განათებული გზა, ჩემს ქუჩაშიც პატარაა განათება და კარგი იქნება, თუ მიხედავენ ამ საკითხს. უნდა მიხედონ გადამწვარ ნათურებსაც, ყოველთვის დასარეკია, რომ ყურადღება მოგაქციონ, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი", - თქვა მან.

გამოცდილი მძღოლი გოგიტა შენგელია რადიო "ათინათთან" ყურადღებას ამახვილებს ღამის საათებში სუსტი განათებით გამოწვეულ საფრთხეებზე და ამბობს, რომ რამდენიმე მცირე ინციდენტი მასაც გადახდენია.

"ზოგადად, მხედველობა 100% მაქვს, თუმცა ღამის საათებში მანქანით გადაადგილებისას ეს ნულს უტოლდება. მაგალითად, რუსთაველის ქუჩას რომ გავდივარ, ყოფილი საკონსერვო ქარხნის შესახვევიდან დაწყებული არ არის ადეკვატური განათებები და ზოგჯერ მიწევს შორი ნათების ფარები გამოვიყენო, ან დავდივარ ძალიან ნელა, უსაფრთხოდ", - თქვა შენგელიამ.

რესპონდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღამის საათებში ეფექტური ხედვისთვის მან შეიძინა ღამის ხედვის სათვალეები.

"დამჭირდა ღამის ხედვის სათვალე, რაც ამარტივებს საფრთხის აღქმას შორი მანძილიდან, გზას და ირგვლივ ობიექტებს ვხედავ ყვითელი სილუეტის სახით, მათ შორის, თუკი საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილს ჩართული აქვს შორი ნათება, სათვალეზე არსებით ეფექტს არ ახდენს, რაც კომფორტულია ჩემთვის", - ხაზი გაუსვა რესპონდენტმა.

კიდევ ერთმა მძღოლმა ქუჩაში ძველი განათების სისტემების პრობლემაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ ცენტრალური გზებიდან ჩამოხსნილი ძველი გარე განათება დამონტაჟდა და ბოძებიც კი არ შეუცვლიათ.

"ჩემი სახლის მხარე სრულად ჩაბნელებულია მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა, თითქოს ,განათებულია, რამდენიმე ადგილას გადამწვარია ნათურა, რაც, ალბათ, გამოწვეულია ძველი, ყვითელი ნათურების მარტივად გადახურებით. ახალი განათება, რომელსაც ლედ ნათებას უწოდებენ, კარგია,ის ეკონომიურობის თვალსაზრისითაც უმჯობესია და არ მესმის, რატომ არ მონტაჟდება ყველგან. თუმცა, კი სულ რაღაც 4 წელია რაც გვაქვს გარე განათება, ადრე გვეშინოდა კიდეც ქუჩაში ღამით გასვლის და კარგია, რომ, ზოგადად, გვაქვს, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ევროპულ სტანდარტებზე გადავდივართ, მაშინ ქუჩების განათება ალბათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობაა ", - თქვა მან.

მძღოლებისა და ქვეითების ამ პრობლემაზე კომენტარისთვის ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით. ვკითხეთ, როგორ აპირებენ გადაჭრან ეს საკითხები, მათ შორის,  ზოგიერთ ქუჩაში გარე განათების არარსებობა, სუსტი და ხილვადობისთვის არასაკმარისი სანათები და გადამწვარი ნათურები. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამსახური მუდმივად ახორციელებს გარე განათების მონიტორინგს, მყისიერად რეაგირებს, არსებული განათება კი შეესაბამება სტანდარტებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მერე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდიდან თბილისში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები გაემგზავრნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.