დაბა მესტიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის მილები შეაკეთეს და მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა.
დაბა მესტიაში წყალდიდობის გამო „სვანეთი ჰიდრო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის პირველადი შეფასებით, ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. როგორც რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, ძლიერი წვიმის შედეგად ძირითადად ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა.
ზუგდიდში სტიქიის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დაზიანდა. გარდა ამისა, ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა მოგლიჯა ხეები, ჩახერგა წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა და ლია-წალენჯიხის სამანქანე გზის მონაკვეთები.
ზუგდიდში, საღამოს საათებში, ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ზუგდიდის სხვადასხვა, მათ შორის ცენტრალურ ქუჩებზე და სოფლებში ხეებია წაქცეული.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის უმაღლესი ხარისხის ორდენით ("ახძ- აფშას" - " დიდება და ღირსება" ) დააჯილდოვა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანი სერგეი შამბა მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა, ინფორმაციას "აფხაზეთის საგარეო საქმეთა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.