სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული
ზუგდიდელმა მოზარდმა თამარ ჯაბუამ მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე"ვარსკვლავები მშვიდობისათვის 2020" ლაურეატის წოდება მიეღო. მან მესამე ადგილი ერთ-ერთ ნომინაციაში, სოლო შესრულებისთვის მოიპოვა.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი LISI ISLAND წელს ანაკლია-განმუხურში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ფესტივალის წარმომადგენელმა ლაშა წურწუმიამ დაუდასტურა.
სვანეთში 25-29 ივლისს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კინორეჟისორი და ფესტივალის დამფუძნებელი მარიამ ხაჭვანი აქვეყნებს.
გიორგი ქადარიას მიერ ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაცია საფრანგეთში, ფესტივალზე „ქართული დღეები“ გაიმართება. ნახატები ზუგდიდელმა მოსწავლემ ფრანგულად ნათარგმნი ზღაპრისთვის „გვრიტები“ შექმნა.
აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუას კლიპი “Love Letter” რუმინეთში კინოფესტივალის ორი ნომინაციის – “საუკეთესო მუსიკალური ვიდეო” და “აუდიტორიის რჩეულის” გამარჯვებული გახდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (DMO) მომავალი წლიდან სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ DMO-ის ხელმძღვანელმა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დრამატული სტუდიის მსახიობებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე Armenia Global Art Fest პირველი ადგილი დაიკავეს.
ზუგდიდში, სკეიტ- პარკის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" გაიმართა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.