ზუგდიდის სასამართლომ პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა კვლავ 2000 ლარით დააჯარიმა; თბილისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, გამოძიება დაიწყო; სოხუმში აცხადებენ, რომ ენერგოდეფიციტის პრობლემა კვლავაც გადაუჭრელი რჩება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კესა შონია 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. ღონისძიება ყოველწლიურად „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს Youth Agency - ს მხარდაჭერით იმართება. როგორ გახდა წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ნომინანტი, რა კატეგორიებით ხდება გამარჯვებულების გამოვლენა, ამის შესახებ საუბრობს კესა შონია რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში.
მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს; თბილისი საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა; აფხაზ ოპოზიციონერს ლევან მიქაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, - მედია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდელი მარიამ ქორთუას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,წელვადი ავტობუსი“, პარიზის ანიმაციის ფესტივალის გამარჯვებული და ჰორიზონტ სექციის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ მარიამი ასევე დაასახელა ანიმაციური პროექტის განვითარების ვორქშოფის " Black Sea Animation " გამარჯვებულთა შორის და მას ანესის ფესტივალის აკრედიტაცია მიანიჭა.
ზუგდიდში პროტესტის 57- ე დღეს, მოქალაქეები ისევ იკრიბებიან, უცვლელი მოთხოვნებით; სალომე ადამია ახალგაზრდული საერთაშორისო ჯილდოს PACEY Award-ის გამარჯვებულია; სოხუმში „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე 70 - მდე დამკვირვებელს ელოდებიან, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია ახალგაზრდული საერთაშრისო ჯილდოს PACEY Award-ის ცხრა ფინალისტს შორის 117 ნომინანტიდან ჟიურის მიერ შეირჩა, ევროპული პროექტის კატეგორიაში, რომელიც ორგანიზებულია Basel Peace Office ბაზელის (შვეიცარია) მშვიდობის ოფისის მიერ და 2020 წლიდან აჯილდოვებს მშვიდობისა და გარემოს დამცველ აქტივისტ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან. როგორ ხდება დაჯილდოებაზე დასასწრებად რეგისტრაცია ხმის მისაცემად , როდის გაიმართება 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია და კენჭისყრა. რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში - ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია გვესაუბრება.
სასამართლომ აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის მასწავლებელი 5000 ლარით დააჯარიმა;გუტბერგი: შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში აქციაზე მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს; სოხუმში „პრეზიდენტობის“ მეხუთე კანდიდატად ადგურ ხურხუმალი დაარეგისტრირეს; უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში დამსაქმებლების და დასაქმებულების ნაწილი საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა; სალომე ზურაბიშვილი: გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე; სოხუმში სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.