ზუგდიდში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ, აცხადებს ეკონომიკის მინისტრი; ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტ ქალს, ლუიზ გლიუკს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევაა; სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ; საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მცხოვრებ კიდევ 9 პირს კორონავირუსი დაუდგინდა, უმეტესობა „ოქროს ბირჟის“ კლასტერია; საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის „საელჩოს“ გახსნა უკანონო გადაწყვეტილებაა, 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; რუხიდან თბილისში ინფიცირებული სამი მძიმე პაციენტი გადაიყვანეს; სირიაში აფხაზეთის "საელჩო"გაიხსნება, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მცხოვრებ 7 პირს კორონავირუსი დაუდგინდა; ჩხოროწყუს საავადმყოფოში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა; ოჩამჩირიდან ქუთაისში გადაყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოფელ ცაიშის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა, სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა; რუხის კლინიკაში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა; ხვალიდან სოხუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ შეზღუდვები ამოქმედდება, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მცხოვრებ 14 ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა; COVID-19- თან ბრძოლაში აფხაზ ექიმებს ბაშკირეთიდან ჩასული მედიკოსები დაეხმარებიან; ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს გაანახლებენ, სკოლებსა და უნივერსიტეტბში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში კორონავირუსი 19 პირს დაუდგინდა, მათგან 3 მერიის თანამშრომელია; სოხუმი ადასტურებს, რომ გალში გატაცებული ჯემალ სოსელია თავისუფალია; საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ; ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო თვითმმართველობის დაგეგმილი არჩევნები გადაიდო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 40 სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო; ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა; საბერიოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინა, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.