ზუგდიდში სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ ახლო მომავალში განახლდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 13 009 345-ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით განხორციელდება.
ქალაქ ფოთის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებებისთვის 56 500 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და მასში წინადადებების მიღება დაწყებულია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 300 მოქალაქის ყოველდღიური ერთჯერადი კვებითი მომსახურების გაწევისთვის, 292 059 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ანდრია ჯახაიამ, ცოტნე ნანავამ და ნიკოლოზ შამათავამ ჭაბუკთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჭადრაკი ზუგდიდში“ ავრცელებს.
გარიკ ავიძბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, ინფორმაციას „აბხაზია ინფორმი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სოხუმის პროკურატურის მოთხოვნით სოხუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახუბას და ალხას ახუბას, სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.