ზუგდიდში, სოფელ ცაიშში მდებარე ხიდზე სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ბანერი წარწერით "თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს - ბ.ივანიშვილი, 2021" გამოფინეს.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბანერის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებთან ერთად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებიც გამოჩნდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკური პარტია “დროას” რეგიონული წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეურაცხყოფისთვის უჩივლა, 4000 ლარით დააჯარიმა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის კერენ ესებუას პროცესი გაიმართა. მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ ის სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე-მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 3500 ლარი დააკისრა.
ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა ყაზანიდან სოხუმში რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო. შესაბამისი ბრძანება „როსავიაციის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერს „აფსნიპრესი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.