ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. მედიკოსები თვლიან, რომ ეპიდვითარება საქტემბრის უქმეების შემდეგ გაუარესდა.
რადიო“ათინათის“ დილის გადაცემის სტუმარია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი ეკა მინჯორაია,რომელიც 25 აგვისტოს საინფორმაციო კამპანიას „აიცერი, ვაქცინა გვიცავს“ გაუწევს მოდერაციას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების თითქმის ნახევარი უკვე აიცრა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა.
ზუგდიდში, სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის პირველ სართულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი მოეწყო. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მოსახლეობა აცრაზე რეგისტრაციას ადგილზე შეძლებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამავე ცნობით, რუხთან ერთად ვაქცინაცია რეგიონის კიდევ 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.