„ათინათმა“ დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამა (ვიდეო)
14:59 / 29.01.2016
ასოციაცია „ათინათმა“ დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპის
შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
შეხვედრას პროგრამის მონაწილეები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და
საბანკო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დასაქმების პროგრამა პროექტის - „LIFE-GEORGIA ფარგლებში ხორციელდება
და მისი მიზანია უმუშევარი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის შრომის
ბაზარზე ინტეგრაცია და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
განვითარება.
პროგრამის პირველ ეტაპში სულ 23 მონაწილე ირიცხებოდა. აქედან 12
მათგანმა პროგრამის სრული კურსი გაიარა და შესაბამისი სერთიფიკატი
მიიღო. მათ შორის, 7 მონაწილე დასაქმდა.
პროექტს - „LIFE-GEORGIA ("საარსებო წყაროების მხარდაჭერა
საქართველოში, იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის
დასაქმებისა და მეწარმეობის ხელსეწყობის გზით“) ევროკავშირის
ფინანსური მხადაჭერით ორგანიზაციათა კონსორციუმი ახცორციელებს: ფონდი
"მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", ასოციაცია " ათინათი", "სამხარეო
განვითარება მომავალი საქართველოსთვის", "განათლება დემოკრატიისთვის",
საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი და სამართლებრივი დახმარება
საქართველო".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები