ახალი ამბები
ზუგდიდში მარი მალაზონიას და ნენე კვინიკაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართება
ზუგდიდში გამომცემლობა "ინტელექტის" ორგანიზებით 16 და 17 ივლისს წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ავტორებს - მარი მალაზონიასა და ნესტან ნენე კვინიკაძეს შეხვდნენ და მათ კითხვები დაუსვან.

გამომცემლობის ინფორმაციით, მარი მალაზონიას წიგნის, "კვებითი შუქმნიშანის" წარდგენა დღეს 19 საათზე სასტუმრო "ლეთოშია" დაგეგმილი.

"რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? წიგნი საზრდოა ტვინისთვის და ადამიანს ზრდის სულიერად, მორალურად, ემოციურად, ინტელექტუალურად...კვება ასაზრდოებს და ზრდის სიცოცხლეს, რომ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაში ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება ხან ერთიანია, ხანაც ერთმანეთისგან გამიჯნული. წიგნი კვებაზე არის საზრდო-საზრდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიცოცხლის ზრდაში პოულობს ცხოვრებას", – ვკითხულობთ წიგნის შესახებ გამოქვეყნებულ აღწერაში.

რაც შეეხება ნენე კვინიკაძის წიგნს "პულოვერში", მისი პრეზენტაცია ხვალ 19 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგება.

"ნესტან ნენე კვინიკაძის "პულოვერში" იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომელსაც ხშირად უნდა მიუბრუნდე, კარგად რომ გაიაზრო ყველა ის თემა და პრობლემა, რაზეც ავტორი წერს და გაფიქრებს. ამბებს ამბები ცვლის, ავტობიოგრაფიულ თხრობაში ლაღად და ორიგინალურად შემოდის ყველასთვის ნაცნობი პროფილები, მათი ციტატები, მათი სივრცე. ავტორი ცდილობს, გულსა და გონებაში გაატაროს ყველაფერი, რაც მის მეხსიერებას და ყოველწუთიერ შეგრძნებებს შემორჩენია. ცდილობს, თავისუფალ ადამიანზე დაწეროს და იმ გარემოზე, რომელიც ამ თავისუფლებას აფერხებს და აგულიანებს კიდეც", - ნათქვამია ღონისძიების შესახებ ინფორმაციაში.

ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ასოციაციის"იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის პროექტის ფარგლებში  "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" შეხვედრა გაიმართა.
თუ ხარ შემოქმედებითი და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა!
ზუგდიდის მერიამ, ახალი სოციალური პროგრამა, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ დაიწყო.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ივნისი 2023
ზუგდიდის 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი ოთხ საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
09 / ივნისი 2023
გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ზუგდიდში,ფერმერებთან შეხვედრაზე, სამეგრელოში გავრცელებულ კულტურაზე, მოცვზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მოქმედი პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
09 / ივნისი 2023
დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრანტები გადაეცემათ.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.