პოლიტიკა
ივნისში ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
პარტიებმა ივნისში შემოწირულების სახით ჯამში 2 204 085 ლარი მიიღეს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ,რომ ყველაზე მეტი - 1 028 420 ლარი ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ერიცხება.

შემოწირულების კუთხით მეორე ადგილი უკავია პაატა ბურჭულაძის პარტიას ”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც ივნისში 741 942 ლარი მიიღო.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”პატრიოტთა ალიანსი” – 174 930 ლარი, გიორგი ვაშაძის ”წარმატებული საქართველო” – 111 442 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 81 200 ლარი, ”გირჩი” – 38 003, ”ჩვენი სამშობლო” – 21 700 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 2 660 ლარი, ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 1 700 ლარი, ”რესპუბლიკური პარტია” – 680 ლარი, ”ლეიბორისტული პარტია” – 600 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 500 ლარი, ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 163 ლარი, ”კონსერვატიული პარტია” – 119 ლარი და ”თავისუფალი საქართველო” – 25 ლარი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.