ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა - აფხაზი დეპუტატების ნაწილი შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 559 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო ორ დღეში გუდაუთის კლინიკაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. სამი მამაკაცი 64, 71 და 83 წლის და ორი ქალი - 80 და 86 წლის.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 189 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 65 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან 15 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში - 52, ხოლო ტყვარჩელში - 15.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 26 ივლისს მიიღო დადგენილება, რომელიც  ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს - მათ შორის, პირბადეების გამოყენების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების და ქორწილების აკრძალვას არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, სავაჭრო და კვების ობიექტებზე კონტროლის გაძლიერებას, კულტურის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის შეჩერებას და სხვა.

სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მოითხოვდა, რომ სავალდებულო გამხდარიყო "საზღვრის" გადაკვეთისას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის Pჩღ ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა, უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

აფხაზი დეპუტატარების ნაწილმა კიდევ ერთი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ვაქცინებით, მედიკამენტებით და მედიკოსებით დახმარებას სთხოვდნენ რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს, თუმცა, პროექტი ვერ მიიღეს, რადგან როგორც დეპუტატთა მეორე ნაწილი აცხადებდა, დადგენილებაში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა არა რუსეთის პარლამენტის, არამედ მთავრობის კომპეტენციაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 21 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 289, გამოჯანმრთელდა 16763 მოქალაქე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.