ახალი ამბები
საქართველოში ფაიზერის ახალი დოზა ჩამოვიდა - თამარ გაბუნია
"ფაიზერის“ დოზები, რომელიც ჯერ ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი შემდეგ განახლდება, საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ვაქცინების რაოდენობა ზაფხულის შუა რიცხვებამდე აცრის მაჩვენებლის სამიზნე ნიშნულზე - 65%-ზე ასასვლელად საკმარისია. როგორც გაბუნია ამბობს, წლის განმავლობაში ჯამში „ფაიზერის“ ერთი მილიონი დოზა უნდა შემოვიდეს.

„ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე გადანაწილდება და  „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს- 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე, მთელი მოსახლეობის. ამდენად, ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, გადაწყვეტილება დროული იყოს და მოქალაქე მოვიდეს იმისთვის, რომ „ბუსტერ“ დოზა მიიღოს, რადგან „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობა კვლავაც მაღალია. ასევე, თუ ჯერ მან კიდევ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ისევ და ისევ პირველი და მეორე დოზა. წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, შემდეგ კი 100 ლარი „ბუსტერ“ დოზაზე.

ერთი მილიონი „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა. ახლა, პირველი შემოტანა 25%-ია ამ დოზებს, შემდეგ კი ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ ჯაჭვი სრულად იყოს უზრუნველყოფილი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებული ვაქცინაა რეკომენდირებული, რომელიც მოგვიანებით შემოვა.

"დღევანდელი პირობით ვაქცინაციის ასაკი არის 12 წლის ზემოთ. ხუთიდან თორმეტ წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდირებულია განსხვავებული ვაქცინა. ამ ვაქცინის მოწოდება შედარებით მოგვიანებით იგეგმება იმიტომ, რომ ამ ტიპის ვაქცინაზე მოთხოვნა არის. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის და გარკვეული რაოდენობა ამ ვაქცინის მოწოდებაც მოხდება“,- აღნიშნა გაბუნიამ.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მერია ერთადერთი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
საქართველოს მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / ნოემბერი 2023
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი "საგარეო საქმეთა მინისტრი" მიიჩნევს, რომ "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს".
30 / ნოემბერი 2023
რუსთაველის, თამარ მეფის, კოსტავას ქუჩებისა და აღმაშენებლის გამზირის ნაწილი - ეს მცირე ნაწილია ზუგდიდის ქუჩების იმ ჩამონათვალისა, სადაც გარე განათების პრობლემაა.
30 / ნოემბერი 2023
ზუგდიდელი ნინი კვეკვესკირი, რომელმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება და უკვე ორი წელია კორვინუსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სტუდენტია, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ევროპის ერთ - ერთ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა.{{AUDIO}}
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / ნოემბერი 2023
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.