ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ზუგდიდში გადმოსვლას 40-მდე აბიტურინეტი ელოდება. რამდენიმე მათგანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ადგილზე გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იმყოფებოდა,
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, სადაც ამ წუთებში გამოცდები ქართული ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, სულ რეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან, დილის სესიაზე 41-ით ნაკლები გამოცხადდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ შესაძლებლობის მიხედვით, გამოცდებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის შედეგად 150-ზე მეტი აბიტურიენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.