ახალი ამბები
საქართველოსა და თურქეთში რელიგიურ საკითხებზე ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს
საქართველოსა და თურქეთში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს. საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის შეხვდა. გორმეზთან შეხვედრა საპატრიარქოში დღეს მეორედ შედგა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა. ერთობლივი განცხადების გაკეთებამდე საპატრიარქოში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზიმ მიმართეს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ყველა იმედით უყურებს მათ ურთიერთობას. "ძალიან კარგი გამოხმაურება არის თქვენს ვიზიტზე. ყველა იმედით უყურებს ჩვენს ურთიერთობას და ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს იმედები. ორივე მხარის დელეგაციებმა შეადგინეს ერთობლივი განცხადება, რომელიც თურქულად და ქართულად გამოქვეყნდება პრესაში", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. თავის მხრივ, მეჰმედ გორმეზიმ მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე მეუფეებს სამდღიანი მასპინძლობისთვის. მან გაიხსენა მაისში პატრიარქის თურქეთში ვიზიტი და ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ამაში სასულიერო პირებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.