საგზაო უსაფრთხოება - სიდას საინფორმაციო კამპანია ზუგდიდში (ვიდეო)
17:00 / 19.09.2018
ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ დაგეგმილი თემატური
შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საგზაო უსაფრთხოების
საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. „სიდას“
წარმომადგენლის ეთუნა ცოტნიაშვილის თქმით, კამპანიის
მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
„ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია უსაფრთხო
გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ.. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ
ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას. მძღოლებმა კი დროულად უნდა გაიარონ
ტექნიკური დათვალიერება“, - თქვა ცოტნიაშვილმა.
შეხვედრას ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“
წარმომადგენელი თამარ თოდუა გაუძღვა.
„ათინათი“ ერთ-ერთი აქტიური წევრია
რეგიონული ქსელისა. კამპანიის ფარგლებში დავგეგმეთ ორი საინტერესო
შეხვედრა მძღოლებთან და მოქალაქეებთან. მოსახლეობას მივაწოდეთ
ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა
თოდუამ.
მძღოლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები
დაარიგეს.
კვირეულის „სუფთა ჰაერი - უსაფრთხო მოძრაობა“ ფარგლებში სიდას
პარტნიორები რეგიონულ ქსელთან ერთად არიან საქართველოს ალიანსი
უსაფრთხო გზებისთვის და APM ტერმინალს ფოთი.
კვირეულმა სტარტი 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში
აიღო და 10 რეგიონს მოიცავს. 22 სექტემბერს კი, თბილისში
კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც
მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაციას.
სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის
პროექტი.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები