ახალი ამბები
ჩიკვაიძე: ენგურის ხიდი ცალმხრივად "ღორის გრიპის" გამო ჩაკეტეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლა ე.წ. ღორის გრიპის გამო შეიზღუდა. ჩიკვაიძემ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

"აქეთ, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა პირისთვის ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია, იქეთ კი ჩვეულებრივად უშვებენ მათ, ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვთ". ხალხი არ გადადის, რადგან ეშინიათ, რომ მერე აღარ გადმოუშვან, - თქვა ჩიკვაიძემ.

ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე რიგებია, თუმცა მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.

ამავე თემაზე:

ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა (ვიდეო) 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.