ახალი ამბები
ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მიმდებარედ ტაძრის აგება იგეგმება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესია აშენდება. ამის შესახებ დღეს ძველ ხიბულაში ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ვიზიტისას ისაუბრეს. როგორც პროექტიდან ირკვევა ეკლესია დარბაზული ტიპის იქნება და მის სიახლოვეს სამრეკლო განთავსდება. მღვდელი ზაქარია არახამიას თქმით, ძველ ხიბულაში არ იყო ტაძარი და ადგილობრივებს ათი კილომეტრის გავლა უწევდათ, რათა სალოცავად სხვა საოფელში მდებარე ეკლესიაში წასულიყვნენ.

„სოფელში არ არის ტაძარი, პატარა ბავშვები და მოხუცები ათ კილომეტრს გადიან წირვა-ლოცვას, რომ დაესწრნონ. ჩვენ ოჯახებში დავდიოდით და იქ ვკითხულობდით ლოცვებს... მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი კეთდება. შეიძლება გადახვიდე მომდევნო სოფელში და იქ ილოცო, მაგრამ შენ სოფელში, რომ ტაძარია ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა მღვდელმა.

აღნიშნულ სოფელში ეკლესია ფონდის „ ქართუ “ ფინასური მხარდაჭერით აშენდება. გარდა ამისა, როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, იგეგმება სკვერის მოწყობა და საბავშვო ბაღის აშენდება. ჩხეტიას არ უსაუბრია, იმის შესახებ თუ რამდენი დაიხარჯება აღნიშნული პროექტებისთის. მისი ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენი ფონდის დაფინანსებით მოხდება იმ სახლის აღდგენა, სადაც დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ასევე ამ ტერიტორიზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი და აშენდება საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს აქ რამდენიმე მილიონი დაიხარჯება“, - თქვა ჩხეტიანმა.

ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ეკლესიის პროექტს გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.