ახალი ამბები
ენმ-ის ვიდეომასალას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში პროვოკაციას უწოდებენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ დღეს გასაჯაროებულ ვიდეომასალას

ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროვოკაცია თავად ოპოზიციური პარტიის მიერაა მოწყობილი, რადგან, კადრებში ასახული პირები „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ არიან.

„მათ მიერ ნახსენები ადამიანები არ არიან არც ქართული ოცნების წევრები, მეტიც არ არიან ჩართული არც საშტაბო და არც სხვა რაიმე სახის საარჩევნო საქმიანობაში. პროვოკაციის ავტორი თავად ნაციონალური მოძრაობაა, რომელსაც ბელადისგან აქვს დავალება მიღებული რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და პროვოკაცია შექმნან ყველგან. თუმცა არ გამოსდით, რადგან მათი ხერხები ამომრჩევლისთვის ცნობილია“, - აცხადებენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში.

ინფორმაციისთვის, ენმ-ის საარჩევნო შტაბში დღეს ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინეს,  სადაც, ოპოზიციის მტკიცებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ინციდენტია ასახული. ენმ-ის მტკიცებით, პროცესში მსახიობი მერაბ კაკალიაცაა ჩართული.

ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი, ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე:

წითლიძე: ვასაჯაროებთ კადრებს, რომელშიც ჩანს მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობები და პროცესში ჩართული პირები

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.