ახალი ამბები
თენგიზ გუნავა: „კარუსელების დატრიალებაში“ შეუშალეთ ხელი და მეორე ტურისთვის ჩვენი შეშინება გადაწყვიტეს
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს. ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მთავრობა მათ დაშინებას ცდილობს. შსს-ის გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავას ინფორმაციით, გუშინ, ღამით ხობის პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს და ასევე, ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მაღალჩინოსანის, რუსლან შამახიას საცხოვრებელ სახლში.

„ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებზე. მათ ნახეს, რომ პირველ ტურში არჩევნები წააგეს. აქ  დგას ის ადამიანები, რომლებმაც  მაქსიმალურად ხელი შეუშალეს "კარუსელების დატრიალებას" და პირადობებთან დაკავშირებულ საკითხს. მეორე ტურის წინ გადაწყვიტეს, რომ შეეშინებინათ ჩვენი თანამებრძოლები. ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს ყოვლად მიუღებელი მეთოდით, შეუვარდნენ ბავშვებთან და მეუღლესთან რომ იყო ისე, დაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. აქ დგას ძალიან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას და საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ მათ სახლში იარაღი“,- ამბობს გუნავა.

მისივე თქმით, მეორე ტურისთვის ხელისუფლებას სამეგრელოსთან დაკავშირებით გეგმა აქვს, თუმცა მისი განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენ მეორე ტურისთვის ვემზადებით და გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომ მის შესახებ თუ რას აპირებს ხელისუფლება. ამაში მაქსიმალურად შეუშლით ხელს. არავის არავისი არ ეშინია, მით უმეტეს, იმ ადამიანების, ვინც ასეთი რეპრესიული მეთოდებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულშიც ამას აგრძელებენ, ეს არავის შერჩება“, - აღნიშნა გუნავამ.

ყოფილი მაღალჩინოსნები მოქმედ პოლიციელებს მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო სპეცოპერაციებში და აიმაღლონ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.