ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურის დაწყებამდე დარბაზი დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა. ამის გამო, კვორუმი ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თეიმურაზ ბასილაიას შეფასებით, საკრებულოში დღეს არსებული მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ხელისუფლების კრიზისს. 

"ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დღეს კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა და დატოვოს დარბაზი. ეს არის ერთგვარი კრიზისის მოცემულობა და ეს კრიზისი ბუნებრივია შეიქმნა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად, პოლიტიკური გუნდის "ქართული ოცნების" მიერ. კონკრეტულად არ მინდა პერსონიფიცირება, ეს მოხდა ვისი და რის გამო მოხდა, ეს მოხდა მთლიანად სისტემის გამო, რომელმაც პირდაპირი გაგებით წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა ჩიხში", - თქვა მან.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა 2 დეპუტატი, მათ შორის 1 ოპოზიციიდან, 1 კი მმართველი პარტიიდან. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს მანდატი დატოვეს ირაკლი ლაგვილავამ, რომელიც მმართველი პარტიის სიით შევიდა წარმომადგენლობით ორგანოში და ენმ-ის წევრი გიორგი ფიფია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.