ახალი ამბები
ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ბოტანიკური უფასო გახდა, სიმართლეს არ შეესაბამება - მერია
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო გახდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში უთხრეს. მათივე თქმით, რამე სახის გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ მიუღიათ. 

პოსტი, იმის შესახებ, რომ ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული გადასახადი გაუქმდა, ცოტა ხნის წინ ადგილობრიმვა პოეტმა ნიკა ლაშხიამ გამოაქვეყნა. ის სხვა თანამოაზრეებთან ერთად უკვე თვეებია აპროტესტებს ბაღის გაფასიანებას. 

ბოტანიკურში შესვლა ფასიანი მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან გახდა. ზუგდიდელების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, თუმცა მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე.


ამავე თემაზე: 

ბაღში შესვლა ფასიანი უნდა იყოს - ზუგდიდის ბოტანიკურის ახალი დირექტორი

ზუგდიდის მერიის წინ ბანერი "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი!" გამოფინეს

უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი

"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში

"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები


ფოტო: თემურ ბართავა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.