ახალი ამბები
ზუგდიდში დაგეგმილი აქცია მაინც გაიმართება - ორგანიზატორები
ხელისუფლების დღევანდელი განცხადება არ არის არაფრის გარანტია. საქმე ბოლომდეა მისაყვანი, - ამის შესახებ განცხადებას დღეს ზუგდიდში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, შეკრება 17 საათზე, ქალაქის სკეიტ-პარკში დაიწყება.

დღეს დილით მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" უკან გაიწვევენ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება და ამასთან, ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს.

აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" ზუგდიდში გუშინაც გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.