ახალი ამბები
საგანგაშოა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების საარჩევნო უფლება ირღვევა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლების საკითხს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღონ სპეციალური ზომები საქართველოს მოქალაქეების ამ ჯგუფის საარჩევნო უფლების უზრუნველსაყოფად.

მათი განმარტებით, დევნილთა სამინისტრო ემიგრანტების ამ ნაწილს სთავაზობს, რომ მათ შეუძლიათ უარი თქვან ოკუპირებულ აფხაზეთში მათ იურიდიულ მისამართზე და დარეგისტრირდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება დევნილთა უფლებების და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზანს, რიყავს მათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებისგან და ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კიდევ უფრო აშორებს საქართველოს სახელმწიფოსგან. კრიტიკულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილი მოსახლეობა არ უნდა დააყენოს დაბრუნების უფლების ან ხმის მიცემის უფლების არჩევანის წინაშე", - ვკითხულობთ მათ ვებ გვერდზე.

ორგანიზაცია საჭიროდ თვლის, ხელისუფლებამ შეიმუშაოს სამართლებრივი მექანიზმები, რაც არ გამოიწვევს დევნილების სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის გაუქმებას და ისინი იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების ნაწილი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. მათი განმარტებით, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოს საკონსულოებში, აქვთ ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ და მათი რეგისტრაციის ადგილი აფხაზეთია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.

საქართველოს სახალხო დამცველი კი ცესკოს მოუწოდებს აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.