ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში, სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის პირველ სართულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი მოეწყო. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია.

ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.

ვაქცინაციის ახალი ცენტრის ფუნქციონირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
15 - 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და..."  ჩატარდება.
ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 ახალგაზრდა დააფინანსა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-
12 / ივლისი 2024
ამერიკულმა თეთრმა პეპელამ ოჩამჩირის რაიონს დიდი ზარალი მიაყენა, ამის შესახებ “აფსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ე.წ. სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გერიამ განუცხადა.
12 / ივლისი 2024
15 - 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და..."  ჩატარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.