სოფელ ხურჩის მოსახლეობის განმარტებით, მათ ყოფილმა ხელიუფლებამ მხოლოდ სახლებზე მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, ხოლო მოძრავი ნივთებისა და სხვა ზარალის ანაზრაურებას მათი თქმით დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.
ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ზუგდიდის გამგეობამ ექსპერტიზის მიერ დადებული აქტი გაყო, რაც სახლზე მიყენებული ზიანის და სხვა ქონებრივი ზარალის ერთმანეთისგან გამიჯვნას გულისხმობდა.
„მაშინ ამ საკითხს დარეჯან გაბედავა, რუსლან კილასონია და სხვები ხელმძღვანელობდნენ. ჩვენ რამდენჯერ მოვითხოვეთ ქონების ანაზღაურება, მაგრამ არცერთი ხელისუფლების დროს არ მოგვაქციეს ყურადღება. ახლი ხელისუფლება ამბობს, რომ სამართიანობას აღვადგენთო, იქნებ ახლა მაინც მივიოთ ის რაც გვეკუთნის სახლემწიფოსგან “, -ამბობს ნაზი თორია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დარეჯან გაბედავა, რომელიც იმ დროს ზემოაღნიშნულ საკითხებს კურირებდა, აცხადებს, რომ ხურჩის მოსახლეობის მიმართ აღებული ვალდებულება სახელმწიფომ უკვე გაისტუმრა.
„სახლმწიფოს მხოლოდ სახლზე მიყენებული ზარალის გადახდის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ეს კი სახელმწიფომ 2007 წელს გაისტუმრა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ დარეჯან გაბედავამ.
მისივე განმარტებით, ამის შესახებ დოკუმენტები, სხვადასხვა უწყებების მიერ, რამდენჯერმე იქნა შესწავლილი და შესაბამისი დასკვნებიც დაიდო.
სოფელ ხურჩის მოსახლეობა, ზიანის სრულად ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას , ხვალ 4 ოქტომბერს სოფლის ცენტრში გეგმავს.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები