საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ბურჯანაძესთან შესახვედრად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა რომ არავის მისცემს არჩევნების გაყალბების უფლებას.
მან აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე გაამახვილა და მათ საქართველოს მოუშუშებელი იარა უწოდა.
„მე გპირდებით, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს დავაბრუნებ იმ დევნილებს, რომლებიც იმედის თვალით მიყურებენ, აღვადგენ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან, შევრიგდებით და ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევ განმარტა, რომ ის სწორი პოლიტიკით შეძლებს საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას.
ნინო ბურჯანაძემ სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენა ის მთავარი მოთხოვნა იყო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხალხს პირდებოდა. იგი ასევე 26 მაისის მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა პირი ვინც დამნაშავეა 26 მაისს განვითარებულ მოვლენებში პასუხს აგებს.
„სამართლიანობის აღდგენა არ არის მარტო ვინმეს დაჭერა“-აღნიშნა ბურჯანაძემ.
შევხვედრის ბოლოს მედიასთან საუბარში საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენობის შემთხვევაში საქართველო აღარ იქნება ჩიხი და იმ უსამართლობის მსხვერპლი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გულს სტკენდა ხალხს.
„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყანა იყოს სამართლიანი, ძლიერი და ერთიანი“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები