ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბოლო მონაცემებით, 127 ათას 937 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო საოლქო კომისიაში განუცხადეს.
„საბოლოო სიას რამდენიმე დღეში მივიღებთ. ამ დროისთვის სულ 15-მდე ამომრჩეველმა მოგვმართა, რომლებიც საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდნენ. ეს პრობლემაც უკვე აღმოფხვრილია“, - აცხადებს ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა.
მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე, კეთილმოწყობის კუთხით, არსებული პრობლემების შესახებ ზუგდიდის გამგეობა დაუწყებულია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და არჩვენების დღეს ყველა უბანი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოწესრიგებული იქნება.
„ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს სამი კომპანია ასრულებს და არჩევნების დღეს უბნები სრულ მზადყოფნაში იქნება“, - აცხადებს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 110 სარჩევნო უბანია, მათ შორის ერთი სპეცუბანი. წინა საარჩევნო წლების მსგავსად, უმისამართო ამომრჩევლებს ხმის მიცემა მე-2 საჯარო სკოლაში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები