სავარაუდო პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 56 მილიონ ლარამდე იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 მილიონ 800 ათასით მეტია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნანი მიქენაიამ უთხრა.
აფხაზეთში ტურისტული სეზონი დასრულდა, თუმცა წინა წლების ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც "რესპუბლიკის" ქალაქები ცარიელდებოდა, ახლა იქ რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნევა. მათი
ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ზონაში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას.
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შედეგად 400-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. აქტიური საომარი მოქმედებებისა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაციის
სენაკის მუნიციპალიტეტის არალეგიტიმური საკრებულო აგრძელებს კანონის დარღვევით საქმიანობას ამის შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას.
2022 წლის მესამე კვარტალში, ანუ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 507 ავტოსაგზაო შემთხვევა აღრიცხა, მათგან 71 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.
ზუგდიდში ლეგალურად მოპოვებული ხე-ტყის ფასები წელს არ გაზრდილა. 5 კუბური მეტრი შეშის შესაძენად 350 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა, მთელი სეზონის განმავლობაში, გასათბობად შეშის ეს ოდენობა, როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან, არ კმარა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.