დილის ჩართვა
სტუმარი - მატილდა მიურატი
სტუმარი - მატილდა მიურატი
07 / მარტი 2025
"შატო ჭკადუაში" გაიხსნა მატილდა მიურატის სახელოსნო სადაც “პაპიე-მაშეს” საგანმანათლებლო-შემეცნებითი გაკვეთილები და მასტერკალები გაიმართება პრინცესა მატილდა მიურატთან ერთად. Papier-mâché ფრანგულად „დაკუჭულ ქაღალდს“ ნიშნავს. ეს ხელსაქმე გულისხმობს ქაღალდით ძერწვის ხელოვნებას. ის საფრანგეთში თოჯინების წარმოების ერთ-ერთი უძველესი პოპულარული სახეობაა. რა არის სასწავლო კურსის მიზანი და როგორ იქმნება ხელნაკეთი ნივთები რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში მატილდა მიურატი საუბრობს.
სტუმრები - ივეტა წითაშვილი და ლელა გრისბახი
სტუმრები - ივეტა წითაშვილი და ლელა გრისბახი
05 / მარტი 2025
20 მარტიდან ბედნიერების კვირეული იწყება.  ,, ბედნიერების ფონდს“ აღნიშნულ დღეებში დაგეგმილი აქვს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის სასწავლო კურსი ,,(გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ".  სასწავლო კურსის მიზანზე , მნიშვნელობაზე და ბედნიერების საერთაშორისო დღის ამ წლის გზავნილზე რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ბედნიერების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ივეტა წითაშვილი და დოქტორანტი, უნივერსიტეტის ლექტორი, მენეჯერი , სოციალური სტარტაპერი ლელა გრისბახი საუბრობენ.
სტუმარი - ნანა თოლორაია
სტუმარი - ნანა თოლორაია
21 / თებერვალი 2025
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „EU4Youth“ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც იწვევს ახალგაზრდებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. რა შესაძლებლობას სთავაზობს პროგრამა ახალგაზრდებს, როგორია პროექტის პირობები და სამიზნე აუდიტორია, რატომაა აუცილებელი მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში პროექტის EU4Youth Alumni Network-ის 2025 წლის მონაწილე ნანა თოლორაია საუბრობს.
სტუმრები - ტატა ჭკადუა და შოთიკო სვირავა
სტუმრები - ტატა ჭკადუა და შოთიკო სვირავა
20 / თებერვალი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ვიდეო კონკურსის "გერმანული, როგორც პირველი უცხო ენა" გამარჯვებულები გახდნენ. მოიპოვეს სრული დაფინანსება, სტიპენდია და გერმანიაში, ბავარიის მხარეში საზაფხულო კურსებზე მიემგზავრებიან. უფრო ვრცლად კონკურსის შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში კონკურსის გამარჯვებულები ტატა ჭკადუა და შოთიკო სვირავა საუბრობენ.
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.