ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზური ენის დღე სოხუმში
27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად, აფხაზეთის ყველა სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე წარმოადგინეს მინი-სპექტაკლები, წაიკითხეს ლექსები და ესსეები.

სწორედ ბავშვები წარმოადგენენ იმ სოციალურ ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტად აშფოთებს აფხაზ ენათმეცნიერებს. ისინი თვლიან, რომ ახალი თაობა სულ უფრო ნაკლებად იყენებს მშობლიურ ენას, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზური ენის მომავალი საფრთხის წინაშე დგას.

საშუალო სკოლების უმეტესობაში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. აფხაზურ სკოლებში მშობლიურ ენაზე მხოლოდ დაწყებითი კლასებში ასწავლიან. შემდეგ საფეხურზე კი ყველა საგანი რუსულ ენაზე ისწავლება. 

განათლების სფეროს წარმომადგენლები ამას აფხაზური ენის მცოდნე პედაგოგების ნაკლებობით,  ასევე, უფროსკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო პროგრამისა და წიგნების არარსებობით ხსნიან.  მთავარი ფაქტორი, კი მათი აზრით, მაინც ისაა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი, ძირითადად, ეთნიკური აფხაზები, არ ფლობენ მშობლიურ ენას. გარდა ამისა, აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთათვისაც არ არსებობს სასწავლო მეთოდიკა.

ბაგრატ შინკუბას სახელობის განვითარების ფონდის დირექტორის ლევან მიქაას თქმით, სახელმძღვანელოები არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის სისტემაში მოყვანილი. მისივე თქმით, ფონდის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა კვლევები და გამოავლინა ძირითადი პრობლემები, რასაც აფხაზური ენის სწავლებისას აწყდებიან.

"ჩვენ კიდევ ერთი კვლევა ჩავატარეთ, ახალგაზრდა ფილოლოგების ჯგუფმა, რომელსაც ვიაჩესლავ ჩირიკბა ხელმძღვანელობდა. გამოიკვეთა, რომ ქალაქში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვების 80%, აფხაზურად თავისუფლად ვერ საუბრობს. შესაბამისად, ასეთი ბავშვი, რომელიც აფხაზურ ჯგუფში შედის, აფხაზურად კი არ იწყებს საუბარს, არამედ, პირიქით ხდება, ჯგუფი იწყებს რუსულად საუბარს და უკუეფექტი მივიღეთ", - ამბობს ლევან მიქაა.

ამიტომ, ჯგუფმა გადაწყვიტა , რომ სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის შეიმუშაოს აფხაზური ენის სწავლების მეთოდოლოგია. მიქაას თქმით, ფონდის მიზანია საბავშვო ბაღებში აფხაზური ენის განვითარების კონცეფციის შექმნა, რომელიც არამარტო ენას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც შეასწავლის ბავშვებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.