ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმი ენგურის ხიდის გახსნაზე - მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად აირჩიონ ვაქცინაციის ადგილი
5 ივლისს ენგურის ხიდი, რომელიც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის გამო იყო ჩაკეტილი, გაიხსნა. აფხაზური მხარე ამის მიზეზად, ისევ გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებს. ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ასს აჭარბებს. გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გამგია განმარტავს, რომ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო" კვეთის შემთხვევების ზრდის გამო, გართულდა დანარჩენის საქართველოდან აფხაზეთში გადამსვლელი მოქალაქეების აღრიცხვა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. მისი თქმით, ხიდის გახსნამ ეს პროცესი მოაწესრიგა. "აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგა როგორც მედიკოსებზე დიდი დატვირთვის შესამსუბუქებლად, ასევე იმისთვის, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს გადასვლა გაუადვილდეთ. ბევრ მათგანს გაღმა ჰყავს ოჯახები. ასევე, ბოლო დროს გაიზარდა არალეგალური კვეთის შემთხვევები და ადამიანებს გადასვლის პირობები რომ გავუმარტივოთ, ჩვენ დავაბალანსეთ ეს მომენტები და მივედით იმ მნიშვნელამდე, რომ პრაქტიკულად, ეს პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანეთ“, - ამბობს ასტამურ გამგია.

იმის გამო, რომ აფხაზეთში მოსკოვიდან შეტანილი "სპუტნიკ V - ს" მარაგი ამოიწურა, რაც 6,5 ათას დოზას შეადგენდა, სოხუმი გალის მცხოვრებლებს სთავაზობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიცრან კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა რესპუბლიკა რუსული ვაქცინის მორიგ პარტიას. "მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათ თავად აირჩიონ ვაქცინაციის ადგილი, ანუ მათ შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი, აიცრან აღმოსავლეთში და უკვე ამის დამადასტურებელი ცნობით დაბრუნდნენ, ჩვენ მათ დავარეგისტრირებთ, და გვექნება ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც გავაერთიანებთ ვაქცინირებულ პაციენტებს მთელი აფხაზეთის მასშტაბით", - აცხადებს გამგია. 

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას თქმით, ვაქცინირებულ გალის მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე მოწყობილ სამედიცინო პუნქტში აღრიცხავენ, რომელიც შესაბამისად არის აღჭურვილი და უზრუნველყოფილია ინტერნეტით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სამეგრელოში მოქალაქე განსაზღვრულზე მეტ ხანს დარჩება, მან საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინოს, განმარტავს ასტამურ გამგია.

ენგურის ხიდი კორონავირუსის პანდემიის მიზეზით აფხაზურმა მხარემ 2020 წლის მარტში ჩაკეტა.

სულ ამ დროის მანძილზე აფხაზეთში ინფიცირების 18 505 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 257, გამოჯანმრთელდა 15 677 ადამიანი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.