რეგიონი
მიუსაფარი ძაღლების ზუგდიდიდან თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს
ზუგდიდის მერიამ მეორედ გამოაცხადა ტენდერი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანასა და ვეტერინარულ მომსახურებაზე. 21 240 ლარის ღირებულების შესყიდვა არ შედგა, რადგან მასში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

რადიო "ათინათი" ოზურგეთის თავშესაფარს დაუკავშირდა, რომელსაც წლებია მუნიციპალიტეტიდან ცხოველები გაჰყავს. თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა ფასის სიმცირის გამო არ მიიღეს.

"მანამდე ამ თავშესაფარს შპს ხელმძღვანელობდა. ახლა ინდ. მეწარმე ვართ და შესაბამისად გავხდით დღგ-ს გადამხდელები. აქედან გამომდინარე, ეს ფასი ჩვენთვის მცირეა", - ამბობენ ადმინისტრაციაში. 

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ  სანამ ტენდერი გამოცხადდება, მიმდინაროებს ბაზრის მოკვლევა და იმის მიხედვით დგიდნება ფასი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთვევას, ტენდერის ჩავარდნის მიზეზებს შესაბამისი სამსახური შეისწავლიდა. თუმცა მერიამ ტენდერი კვლავ ძველი ფასით და იგივე პირობებით გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, სოფელჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, ერთი წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
65 წლის ნანი საღრიშვილმა ჩეხეთის კარიტასის მიერ აშენებული "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" წყალობით, მკერდის სიმსივნე ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინა და დაავადების დამარცხებაც შეძლო.
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური", ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად 2021 წლის 4 თებერვლიდან ახორციელებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას "ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის" (APMTerminals4Poti).
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა.
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამავე ცნობით, რუხთან ერთად ვაქცინაცია რეგიონის კიდევ 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 392 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის - 190 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
საზოგადოება
რა თქმა უნდა ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ.
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2021 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.