რეგიონი
ბაღის აღსაზრდელს ჩაკეტილი კარი დღეს გაუღეს
დაკეტილი კარი ბაღის ადმინისტრაციამ 4 წლის გოგონასთვის დღეს, მორიგი საახალწლო ზეიმის დროს გააღო. გუშინდელ ინციდენტს ბაღის ადმინისტრაცია გაუგებრობას უწოდებს და იმეორებს, რომ ბავშვსა და მშობელს სხვა ორი კარით შეეძლოთ დარბაზში შესვლა, თუმცა არ აღიარებს, რომ ვერ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გოგონა ოთახში, სადაც ღონისძიება იმართებოდა, ჩვეულებრივ დღეებში მხოლოდ ერთი, მისთვის ნაცნობი კარიდან შედიოდა ხოლმე. გუშინ მას სწორედ ეს კარი დახვდა დაკეტილი.

„ეს არ არის მოქმედი კარი. სხვა ორი კარიდან ნებისმიერ დროს შეეძლოთ რომ შემოსულიყვნენ. ახლაც ხომ ხედავთ, რომ ბავშვი ზის და გვერდითა ოთახიდან უყურებს ზეიმს. ის არ შევა იქ მანამ, სანამ ამდენი ხალხი იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს ბაღის გამგემ ინეზა ზაქარაიამ.



გამგის პასუხად მშობელი თეა ანჩაბაძე ამბობს, რომ მისი ქალიშვილითვის დარბაზი, სადაც ღონისძიებები იმართება, სხვა დღეებში მუდამ ღიაა. მისი თქმით, ბავშვს ეს დარბაზი განსაკუთრებით, იმიტომ უყვარს, რომ იქიდან ხშირად მუსიკის ხმა ისმის.

„როგორც კი შემომყავს მის ოთახში, იმ კარებისკენ გარბის, რადგან იქ მუსიკის გაკვეთილები ტარდება და მას ეს ძალიან მოსწონს. ამ შემთხვევაშიც ჩაკეტილი კარებისკენ გაიქცა, იქიდან ზეიმის ხმა ისმოდა, მაგრამ დაკეტილი დახვდა“, - ამბობს ანჩაბაძე.



ზუგდიდის მერი მომხდარს დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში შესასვლელი სხვა კარები ღია იყო, ბავშვი იქ სწორედ იმ კარით უნდა შესულიყო, რომელიც დაკეტილი დახვდა.
„ვიცით, რომ აუტისტი ბავშვია და ის კონკრეტული კარიდან უნდა შესულიყო“, - აღნიშნა მერმა.

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით, მისი შვილი და სხვა, ასევე აუტისტი ორი ბავშვი, ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა თვლის, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.



საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით, კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით, სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო დაგეგმილი.

ქალაქის მერის ლაშა გოგიას დავალებით, აღნიშნულ ბაღში დღეს აუდიტი შევიდა. მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პასუხს კანონის წინაშე აგებს.

ამავე თემაზე:

გოგია: ვიცით აუტისტი ბავშვი და სწორედ იმ დაკეტილი კარიდან უნდა შესულიყო (ვიდეო)

ზუგდიდის მერის დავალებით მე-15 ბაღში აუდიტი შევიდა (ვიდეო)

ბაღის ინციდენტთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერს მიმართავს

ბაღში, სადაც ინციდენტი მოხდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეცჯგუფია გახსნილი 

მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.