ახალი ამბები
დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას - 27 სექტემბერს ენგურის ხიდზე აქცია დაიგეგმა
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდზე ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქცია დაიგეგმა. ინფორმაციას ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"წერილი პუტინს:

ვიცით, როგორ ძალიან გინდა აღარ გვახსოვდეს, მოგვბეზრდეს, დავიღალოთ და ხელი ჩავიქნიოთ. ვიცით, თუ რამხელა ზიზღით, დაპირისპირებითა და გახლეჩვით კვებავ ამ თემას, მაგრამ დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას. ამ ომს, საინფორმაციო ომს, შენ ვეღარ მოიგებ.

დროა ერთიანი, მშვიდობიანი, ბედნიერი სახელმწიფოს შენების, სადაც ყველა ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.

დიახ, გვჯერა რომ კედელზე გაკრული ერთი სტიკერი, ერთი შეძახილი, ერთი ბანერი, ერთი სტატია და ენგურისკენ ფეხით წასული ერთი კაცის პროტესტი შეცვლის ბევრ რამეს!

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე, შენ მიერ გაბმულ მავთულხლართთან მივალთ იმის სათქმელად, რომ აფხაზეთი საქართველოა!''

27 სექტემბერს 15:00 საათზე, შეუერთდი ერთი კაცის საპროტესტო აქციას ენგურის ხიდთან", - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ამავე დღეს, ენგურის ხიდამდე ფეხით მივა აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან 14 სექტემბერს დაიძრა.

ამავე თემაზე:

თბილისიდან ენგურის ხიდისკენ მომავალი აქტივისტი უკვე იმერეთშია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
ოდაბადეშ კინოხონი
30 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.