ახალი ამბები
ვმუშაობთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად - მერია შიდა მოვაჭრეების აქციაზე
ზუგდიდის ბაზართან მიმდინარე შიდა მოვაჭრეების აქციასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილია არსებული პრობლემის შესახებ და ამ ეტაპზე მერია მუშაობს ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, ისე, რომ ორივე მხარის ინტერესი იქნას გათვალისწინებული და მოვაჭრეებს ალტერნატივა შესთავაზონ. ზუგდიდის ბაზარი დილიდან არ გაღებულა, ამის მიზეზი აქციაა, რომელსაც შიდა მოვაჭრეები ბაზრის კართან მართავენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან და მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვენ.  ისინი ითხოვენ ასევე უფლებამოსილ პირებთან შეხვედრას, რადგან როგორც ამბობენ არაერთხელ მიიღეს პირობა, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალებოდა.

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის შიდა მოვაჭრეები განმარტავენ, რომ გარე ვაჭრობის გამო, მათი როგორც ვაჭრობა არის შემცირებული, ასევე პრობლემები ექმნებათ გადასახადებთან დაკავშირებით და არათანაბარ პირობებში მუშაობენ.

აქცია გრძელდება, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
07 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
07 / აგვისტო 2025
მრავალ ექსპონატთა შორის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გამოფენილია სამეგრელოს დედოფლების პორტრეტები.
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.