აქტუალური თემები
ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების საერთო აქცია დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომის პარალელურად  გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა საოლქო კომისიის სხდომა გააპროტესტეს და თქვეს, რომ ამ კომისიას მორალური უფლება არა აქვს ჩაატაროს სხდომები, რადგან, მათივე თქმით, ისინი არჩევნების გაყალბების თანამონაწილეები არიან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.  აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა არაერთხელ სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს სიმბოლურად  საანგარიშო მიუტანეს, რომელიც შენობის შესასვლელთან დატოვეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეიმურაზ ბასილაია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებს და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბდა.

„2012 წლის შემდეგ ცესკო „აპრავებს“ ყველა იმ მანკიერებას, რაც ხდებოდა საქართველშო არჩევნების დროს. ამათ არა აქვთ მორალური უფლება ჩაატარონ სხდომა. 4000-მდე ბიულეტენი მარტო ზუგდიდში გაბათილდა, რომელშიც არის გადაკეთებულ-გადმოკეთებული, ბეჭედდაუსმელი, ცარიელი... ამის თაობაზე სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, თუმცა განხილვაშიც არ მიიღეს და ჩამოდეს თაროზე. დღეს მთლიანად საქართველოს პოლიტიკური უზურპაცია ხდება, ხდება სახელმწიფო სტრუქტურების უზურპაცია და არანაირი სასამართლო“, - ამბობს ბასილაია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია ამბობს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ჩაატარებენ და საოლქო კომისიას მოსვენების საშუალებას არ მისცემენ.

„დღეს როგორც აქ, ისე ყველა საარჩევნო ოლქში ხელს აწერენ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს უზურპაციას. ამას ჩააბარებენ მერე მის მონა-მორჩილ თამარ ჟვანიას და დღეს აპირებენ გააფორმონ ეს უზურპაციას. გამორიცხულია მეგობრებო, რომ ქართველი ხალხი შეეგუოს ამას. გვჭირდება მოთმინება, გამძლეობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩაატარეს და დარღვევა მხოლოდ ერთ უბანზე დაფიქსირდა. რაც შეეხება გაბათილებულ ბიულეტენებს, მესხი ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა ნაკლებია.

„შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არანაირი ხარვეზი ჩვენ არ გვაქვს. პროცედურულად, რაც მეორე დღეს გვევალებოდა, საუბნო კომისიის შემადგენლობას თავისი გადაწყვეტილებით შესწორების ოქმის დართვა და ბეჭდით დამოწმება , ეს მოხდა 16 უბანზე მხოლოდ, გვაქვს მხოლოდ 16 შესწორების ოქმი“, - აღნიშნა მესხმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლება მსგავსი საპროტესტო საერთო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართეს.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.
ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 271 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში
კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 300 ადამიანი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის,
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 216 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 38 - ს Covid – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
საზოგადოება
ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები
დღეს მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის
საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, ზუგდიდში სტუმრობისას, რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა. მან ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთში თავისი ამჟამინდელი ვიზიტის მიზნებზე, იმაზე, თუ რა მიმართულებებით გააგრძელებს ამერიკის მთავრობა რეგიონის მხარდაჭერას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2021
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 300 ადამიანი მკურნალობს.
16 / მაისი 2021
საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის,
15 / მაისი 2021
მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 24 წლის ქალს დენმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაარტყა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.