მულტიმედია
"შამუგიას წისქვილი" - საუკუნოვანი წყლის წისქვილი სოფელ კოკში (ვიდეო)
„შამუგიას წისქვილის“ შესახებ ზუგდიდის დაბალი ზონის სოფელებში ყველამ იცის. ის სოფელ კოკში ადგილობრივმა მაქსიმე შამუგიამ თანასოფლელების დახმარებით 120 წლის წინ ააგო. წყლის წისქვილი, რომელიც დღე- ღამის განმავლობაში 100-120 ფუთზე მეტს სიმინდს ფქვავდა, მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ოდნავ სახეცვლილი წისქვილის კარი ზაქრო გაბედავამ გაგვიღო. როგორც აღმოჩნდა მის გასაღებს მეზობლები მონაცვლეობით ფლობენ. ამ კვირას მორიგეობა გაბედავას უწევს, თუმცა, როგორც ამბობს დასაფქვავი არაფერი აქვთ - სიმინდი აზიურმა მავნებელმა „კუსებურამ“ გაუნადგურა.

გვიყვება, რომ წისქვილი თავდაპირველად, როგორც ნაგებობა, ასევე მისი სხვა დეტალები მთლიანად ხისგან ყოფილა აგებული, თუმცა დროთაგანმავლობაში მისი გამოცვლა გახდა საჭირო. სოფელმა ამ დრომდე შენობის რამდენიმე ნაწილი და წისქვილის ქვა - დოლაბი შემოინახა.

„შუა ზამთარში ყინვასა და თოვლში მდინარეში ჩასულა და იქიდან ამოუტანია ეს ქვა. დიდი ძალისხმევა სჭიდებოდა ამ ქვის რაჭიდან აქ მოტანას. მაქსიმე შამუგიამ ამოთახრა წისქვილის საძირკველიც, მას ამ საქმეში კიდევ ორი ადგილობრივი ეხმარებოდა. მის აშენებას, დაახლოებით, 3-4 თვე მოანდომეს. მასზე პასუხისმგებლობა 11 ოჯახს აუღია. მათ ჰქონდათ გასაღები და მორიგებოთ ებარათ ის. ასე ემსახურებოდა წისქვილი სოფელ და არამარტო ამ სოფელს. აფხაზეთის ნაწილსაც.... ომი , რომ დაიწყო და ელექტოენერგია არსად არ იყო აქ თითქმის მთელი რეგიონიდან მოდიოდნენ დასაფქვავად. წისქვილში სიმინდი არ ეტეოდა და ჩემს სახლში ინახავდნენ. ამ წისქვილმა ბევრი ოჯახი შიმშულს გადაარჩინა“, - ამბობს ის.

ველოდი ჭაკდუა, რომელსაც წისქვილის გასაღებს შემდგომ კვირას ჩაიბარებს ამბობს, რომ ეს ადგილი წისქვილისთვის არის იდეალური, რადგან წყალი, რომელიც საბრუნავ მექანიზმს ამუშავებს არასოდეს შრება. თავის დროზე ეს ღარი მათ წინეპრებს ენგურის ერთ-ერთი ტოტიდან გამოუყვანიათ. ის წუხს, რომ ვერ გვაჩვენებს, თუ როგორ ფქვავს მათი წისქვილი დღესაც...

„არასოდეს არ ყოფილა, რომ აქ წყალი დაშრა ან რაიმე პრობლემა შეიქმნა, თუმცა ახლა ისე არ მუშაობს, როგორც ადრე. სოფელში სიმინდი არავის არა ქვაქვს. მოსახელობას მასიურად გაუნადგურდა მოსავალი“, - გვითხრა ჭკადუამ.

დროთა განმავლობაში წისქვილის რეკონსტრუქციისას ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ორი კედელი უცვლელი დარჩა, სადაც მოსახელობა წინაპრების მიერ დატოვებულ მინაწერებს ინახავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ 200-მდე სახელი და გავრია ამოტვიფრული, მათ შორის ორი მსოფლიო ომის მონაწილეა, რომელებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ.

„ვინ დათვლის აქ რამდენი სახელი და გვარი ეწერა. ყველა განსაკუთრებულია და საკუთარ ისტორიას ინახავს. ბევრი რამ შეიცვალა, ახლაც ბევრია შესაცვლელი, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს“, - ამბობენ ადგილობრივები

საუკუნოვანი წყლის წისქვილის პირვანდელი სახის აღდგენას ითხოვს მოსახლეობის ნაწილი. კოკის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლელებლი შაქრო ნარმანია ამბობს, რომ მის აღდგენას გარკვეული თანხა სჭირდება.

„იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც მის აღდგენაში დაგვეხმარება. ეს არის უნიკალური წისქვილი და არ უნდა განადგურდეს. აქაურობა ბევრ ისტორიას და მოგონებას ინახავს“, - თქვა ნარმანიამ.

საქართველოში აღმოჩენილი უძველესი საფქვავი დარბაზი ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით თარიღდება, სადაც სპეციალურ დაზგაზე გამართული იყო რამდენიმე ათეული ხელის სასრესელა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.