ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის წინ პატარა, სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარს ნახავთ, სადაც ოთხი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს. ასე სიცივისა და წვიმისგან მათ დაცვას პაპიკაშვილების
ოჯახი ცდილობს. სწორედ მათ მოუწყეს ძაღლებს ჭიშკართან ახლოს დროებითი თავშესაფარი. წრიპა და ტუზიკა
"რადგან ზამთარია, ცივი და წვიმიანი დღეებია, გვინდოდა, რომ დავხმარებოდით ამ ძაღლებს, რომ უფრო თბილად ყოფილიყვნენ, ამიტომაც დავშალეთ კარადა და ასეთი პატარა სახლუკა გავუკეთეთ", - გვითხრა 67 წლის ნანული პაპიკაშვილმა, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს, 5-6 წელია უვლის.
წრიპას, ტუზიკას, ცუცას და უსინათლო სიმბას სახელები სწორედ მან შეარქვა. ამბობს, რომ მათზე ყოველდღიურად ზრუნავს და თუ რომელიმე "სახლში" მოსვლას იგვიანებს, ნერვიულობს. ნანული პაპიკაშვილი და მისი ოთხფეხა მეგობრები
"ამ პატარა სახლის მოწყობამდეც აქ ცხოვრობდნენ, ჩვენს ჭიშკართან. მეც მიყვარს და თვითონაც ვუყვარვართ, მიჯერებენ, ჭკვიანები არიან. გარდა ამისა, გვიცავენ ჩვენ და იცავენ მიმდებარე ტერიტორიასაც", - გვითხრა მან.
კიდევ ერთი ძაღლი პაპიკაშვილებს, დაახლოებით, 6 თვის წინ დაეკარგათ. განიცდიან და ცდილობენ, დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს სიყვარული და ყურადღება არ მოაკლონ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები