ტყე, რომელიც კოკელმა ქალებმა გაჩეხვას გადაარჩინეს (ვიდეო)
11:11 / 12.07.2019
საზღვრისპირა სოფელ კოკში ევკალიპტებისა და ნაძვების ტყე, რომელიც ადრე ეკალბარდებით იყო დაფარული, თანდათან პარკის იერსახეს იღებს. 4 ჰექტარი ტყის გადარჩენის და აქ რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეა სოფელში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნით.
მათ იდეის განხორციელებაში ზუგდიდის საკრებულოს წევრი ირუზა კაკავა დაეხმარა, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია.
ირუზა ამბობს, რომ მას ამ ადგილის განვითარება ყოველთვის სურდა. მისთვის ამ ტყეს რამდენიმე დატვირთვა აქვს. იხსენებს, რომ აქ ომის დროს ოკუპირებული სოფლებიდან გამოქცეული დევნილები თავს აფარებენ, ამავე დროს აქ ორი სახების სამკურნალო ევკალიპტი ხარობს. კაკავა იხსენებს, რომ ადრე, როდესაც აქ უღრანი ტყე იყო, ადგილობრივებს გავლისაც ეშინოდათ, რადგან გარეული ცხოველებიც კი ბინადრობდნენ.
„მერიის თანადაფინანსებით შემოვღობეთ, თუმცა გარკვეული ტერიტორია ამ დრომდე ღიაა. მისი ბოლომდე დასრულება უსახსრობის გამო ვერ მოვახერხეთ. გვაქვს სკამები, საქანელები, ტრენაჟორები, ტენისის მაგიდები, თუმცა მათ პარკში ვერ ვდგამთ, რადგან პირუტყვი შემოდის და აზიანებს. ინვენტარებს მეზობლებში ვინახავთ. დახმარებების თხოვნით სხვდასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართეთ და ასოციაცია „ათინათმა“ და ფონდ „ტასომ“ სკამები, საქანელები და ნაგვის ურნები შეგვიძინა. ჩვენი მოთხოვნით ტყე-პარკის წინ დამონტაჟდა ელექტრობოძები და ღამით ეს ადგილი განათებულია. ძალიან გვინდა, რომ ვინმე დაგვეხმაროს და დავასრულოთ პარკის მოწყობა“, - თქვა კაკავამ.
საინიციატივო ჯგუფის ყველაზე უხუცესი წევრი 70 წლის ანიკო გაბისონიაა. მეზობელ ქალებს ტყის დასუფთავებაში პირველივე დღიდან ეხმარება და იმედი აქვს, რომ მალე თავის შვილიშვილებთან ერთად დასვენებას შესაბამისად მოწყობილ სივრცეში შეძლებს.
„უწინ ამას არავინ არ ჰყავდა პატრონი. ჩეხავდნენ ტყეს, ხეები მეცოდებოდა ისეთი ამბავი იყო აქ. რომ გავიგე ჩემი მეზობელი ქალები ამ ტყის გადარჩენას და მის პარკად მოწყობას ცდილობდნენ, მეც სიამოვნებით ჩავერთე. მოხუცი ვარ, ჩემს შვილიშვილებთან ერთად მოვალ აქ და დავისვენებ“, - ამბობს ანიკო გაბისონია.
22 წლის თამარ ბეჭვაია, რომელიც მეორე შვილს ელოდება, პარკს მოწყობის დასრულებას მოუთმენლად ელოდება. როგორც თამარი გვიყვება ბავშვებს სოფელში გასართობი ადგილები არა აქვთ, ხოლო მათ ქალაქში წაყვანას გამო ხშირად ვერ ახერხებენ.
„ბავშვობიდან აქ ვიზრდებით, აქამდე არ გვქონდა იმის საშუალება, რომ აქ დაგვესვენა. უღრანი ტყე იყო, ეკლებით დაფარული. ახლა სხვა სიტუაციაა, შესვლა და დასვენება შეგვიძლია, მაგრამ გვინდა, რომ მოეწყოს პარკი, სადაც ჩემს შვილებს მოვიყვან. ქალაქში გასვლა ყოველდღე შეუძლებელია და როდესაც აქ ასეთი ადგილია, კარგი იქნება რომ განვითარდეს. მოეწყოს ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - გვითხრა თამარიმ.
სოფელში ეს საქმე ქალებმა წამოიწყეს, თუმცა მათ მამაკაცებიც აქტიურად ეხმარებიან. ადგილობრივი ტრისტან ხუბუა პარკის მოსაწყობად დროს და ენერგიას არ იშურებს და ქალებს მუდმივად გვერდში უდგას.
„ჩემი სახლის წინ არის და რაც შემიძლია ვეხმარები, მინდა ლამაზი იყოს. თუ ადამიანი სწორად აზროვნებს, მისთვის პარკი აუცილებელი და მნიშვნლოვანი უნდა იყოს. პატარები იზრდებიან, აქ დასხდებიან სუფთა ჰაერზე, დაისვენებ, გაერთობიან“, - ამბობს ის.
კოკელ ქალებს ამ ადგილის გასავითარებლად კიდევ ბევრი იდეა აქვთ და ამბობენ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანენ.
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი წარწერით "გაჟონილია" გადმოფინეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" პარტია "დროას" რეგიონულმა წარმომადგენელმა და აქტივისტმა მარიამ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არსამთავრობო ორგანიზაციების “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და ,,ჩემი ხმის'' წარმომადგენლების სააპელაციო საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა, ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების ხმის ფარულობის დარღვევას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები