მულტიმედია
დარჩელში წარმოებული ჩირის "კანფეტები" და სასარგებლო ტკბილეული (ფოტო, ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი ეკა ხუტკუბია თითქმის 20 წელია, რაც დარჩელში, საკუთარ ეზოში დაკრეფილი ხილისგან ჩირის სხვადასხვა სახეობას ამზადებს. მანამდე, გემრიელი და ჯანსაღი ტკბილეულით მხოლოდ ოჯახის წევრებს ანებივრებდა, ახლა კი თავის ნაწარმს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
"ბავშვობიდან მახსოვს, დედაჩემი აკეთებდა არაჩვეულებრივად ლეღვის ტყლაპს და ჩირს, ალბათ გამომყვა ეს ცოდნა. უკვე ქმრის ოჯახში, სადაც ეზოში დიდი რაოდენობით ხილი გვაქვს, გავიფიქრე, მოდი გავაკეთებ განსხვავებულად, ლამაზად გავაფორმებ და გავყიდი. იქიდან წამოვიდა ეს საქმეც, რომელიც ძალიან მიყვარს.  როცა დაღლილი ვარ, დღის ბოლოს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა", - ამბობს ეკა.
მისი თქმით, ჩირს თითქმის ყველა სახეობის ხილისგან ამზადებს - გაზაფხულზე  მარწყვით იწყებს და ზამთარში ციტრუსებით ასრულებს. ცდილობს, პროდუქტმა ფერი და გემოვნური თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

"ძალიან იშვიათად, არასეზონზე მიწევს ხილის ყიდვა. მომზადებისას არაფერს არ ვამატებ, აბსოლუტურად ნატურალურია. მცირე საშრობი ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მაჩუქა. საქმე გამიმარტივდა, თან მზეზე გამომშრალისგან განსხვავებით, ჩირიც ფერს ინარჩუნებს", - გვითხრა მან.
გვიხსნის, რომ მზა ნაწარმს ყველაზე ხშირად რესტორნები ყიდულობენ. ეკას მიერ მომზადებული ჩირი და ტყლაპი რამდენიმე გამოფენაზეც დააგემოვნეს.  

"დავაკვირდი, რომ უშაქრო ჩირზე მოთხოვნა მეტია, ამიტომ ოდნავ დაშაქრულ პროდუქციასაც კი მინიმალური რაოდენობით ვამზადებ. ძირითადად რესტორნებში იყიდება, იყენებენ სიძე-პატარძლის სუფრის გასალამაზებლად. სხვადასხვა ობიექტების გახსნისას ხშირად მომმართავენ. რამდენჯერმე გავიტანე გამოფენაზე, სადაც ყველას მოეწონა", - გვიყვება ეკა.
შარშან ასორტიმენტი გააფართოვა და ჩირის "კანფეტების" დამზადება დაიწყო, რამაც მომხმარებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

"სულ ვფიქრობ სიახლეებზე. კანფეტებში სულ 7 სახეობის ხილს ვიყენებ. მთავარი ინგრედიენტი ჩირია, რომელსაც ნიგოზს, თაფლს და რამდენიმე სანელებელს ვამატებ. ასეთი "კანფეტები" გემრიელთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა", - თვლის ჩვენი რესპოდენტი.
ეკას თქმით, ამ ეტაპზე ჩირის და ტყლაპის დიდი რაოდენობით წარმოებას შესაბამისი დანადგარების უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

"ამ წუთისთვის დიდი საშრობი დანადგარი და მაცივარი მჭირდება, გამზადებული პროდუქციის შესანახად. ასევე, მომავალში ვაკუუმის აპარატი, მაღაზიებში გასატანად რომ შევფუთო ჩირი. ხილი ბევრი მაქვს. რამდენიმე დღეში მაქვს პრეზენტაცია, დიდი იმედი მაქვს, რომ გრანტს მივიღებ. ამ შემთხვევაში, 200 კილოგრამამდე ხილს გავაშრობ და უფრო დიდ ბაზარზე გავიტან ნაწარმს. ასევე, დავასაქმებ 2 ადგილობრივ ქალსაც", - ამბობს ეკა ხუტკუბია.
წარმოების გაფართოების შემთხვევაში, ის ბრენდირებული შეფუთვის შექმნას და პროდუქტის ტურისტულ ლოკაციებზე გაყიდვასაც გეგმავს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.