მულტიმედია
პანდემიაში დაბრუნებული ბავშვობა - ჟვანიების მუსიკალური ექსპერიმენტები (ფოტო/ვიდეო)
პიანისტისა და მუსიკათმცოდნე ნინო ჟვანიასთვის პანდემიის წესებით ცხოვრება მარტივად შესასრულებელი საქმე არ აღმოჩნდა. გაუქმდა კულტურული ღონისძიებები, გაურკვეველი ვადით გადაიდო ევროპულ კონსერვატორიებში დაგეგმილი მისი მასტერკლასები და საერთაშორისო ფესტივალები, გაკვეთილებმა კი აუდიტორიებიდან კომპიუტერის ეკრანზე გადაინაცვლა.

მას მერე, რაც სასწავლო დაწესებულებები დაიხურა, დასაქმებულთა უმრავლესობამ კი სახლიდან მუშაობა დაიწყო, ნინოს საკონცერტო და სამეცნიერო საქმიანობა არ შეუწყვეტია. მალე მაყურებელთან ურთიერთობის ახალი გზებიც იპოვა და ერთგულ აუდიტორიას ონლაინ ცოცხალი კონცერტები შესთავაზა, რაშიც "ლენო სტუდიო" დაეხმარა.

"ჩემს დასთან თამარ ჟვანიასთან ერთად და ჩემს ანსამბლთან "ჯორჯიან მოდერნთან" ერთად რამდენიმე კონცერტი გავმართე, ახლახან მე და ჩემმა დამ ჩავწერეთ დიდ დარბაზში საშობაო კონცერტი, რომელიც 7 იანვარს TAFU TV ზე გავა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ გვენატრება ძალიან გვენატრება ურთიერთობა ხალხთან და მსმენელთან", - გვეუბნება ნინო ჟვანია.
ხელოვნებათმცოდნე ნინო ჟვანიამ 2017 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა თანამედროვე მუსიკის ანსამბლი ,,ჯორჯიან მოდერნი’’, რომლის მიზანიც ქართული თანამედროვე მუსიკის პოპულარიზებაა

კონსერვატორიის ლექტორისთვის ახალ თავსატეხად იქცა ონლაინ გაკვეთილებიც.

"ძალიან რთული პროცესია ინტრენეტის სიგნალის ხარისხიდან გამომდინარე შენ ძალიან ცუდად გესმის ის რასაც აკეთებს სტუდენტი, შეფერხებები სიგნალში, ტემპის აჩქარება, შენელება, ბგერის ხარისხი, ხანდახან ხმაურის სახე უფრო აქვს რასაც ადამიანი აკეთებს კამერის მიღმა, ამის ფონზე შენ უნდა მიხვდე, სად არის პრობლემა, რა პრობლემა აქვს სტუდენტს. ყველას არ ააქვს კარგი ინსტრუმენტი და ესეც ემატება, მოკლედ სერიოზული პრობლემების წინაშე ვარ, აი ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი როგორ ვამეცადინო ჩემი სტუდენტები ონლაინ"’, - წუხს ნინო. თუმცა შინ დარჩენამ ერთი სიკეთეც მოიტანა - ნინომ ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტა, ბავშვობაში, მშობლიურ ქალაქში ნასწავლი ხალხური სიმღერები გაეხსენებინა.
"ჩვენ და ძმა ჟვანიები ბავშობაში ვმღეროდით ძალიან ბევრს, რაღაცა პერიოდი ვმღეროდით ხალხურ სიმღერას, ქალაქურ სიმღერებს. შემდეგ მოხდა ისე, რომ არ ვმღეროდით თითქმის, მივატოვეთ სიმღერა და აი, ახლა როდესაც ჩავიკეტეთ სახლში და დავრჩით ასე, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა ეს სიმღერები და დავიწყეთ ჩაწერა მობილურით. ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენს ფეისბუკ მეგობრებში ჩვენმა სიმღერებმა", - გვიყვება ნინო. ნინოსთან ერთად მღერის მისი და, მუსიკოსი თამარ ჟვანია და ძმა, კოტე, რომელიც პროფესიით ეკონომისტია.

"დრო გამოგვიჩნდა ერთად ყოფნის, ახლაც დაკავებულები ვართ და ონლაინ ვმუშაობთ, მაგრამ სახლიდან ვმუშაობთ, მანამდე ყველანი გასულები ვიყავით და როცა სახლში ვბრუნდებოდით ძალიან დაღლილები ვიყავით . სახლიდან რომ მუშაობ ოჯახში ხშირად ხედავ ერთმანეთს, ხვდები. ჩვენ ორ ოჯახად ვცხოვრობთ ჩემი ძმა მეორე სართულზე ცხოვრობს და გვაქვს საშუალება ჩამოვიდეთ, ავიდეთ ერთმანეთთან და ვიმეცადინოთ, რადგანაც სიმღერას მაინც მეცადინეობა უყვარს", - ამბობს ნინო და იხსენებს, რომ ბავშვობაში სიმღერა მათ დედამ ასწავლა.

"დედამ გვასწავლა ჩვენ საერთოდ სიმღერა, ძალიან ბევრი ჩადო ჩვენში და ხანდახან დედაც მღერის ჩვენთან ერთად. მამა მართალია იშვიათად თუ შემოგვიერთდება, ძალიან უყვარს ჩვენი სიმღერა. საერთოდ, დედიკო მოიყვანა ცოლად იმიტომ, რომ მოეწონა მისი სიმღერა და ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მამიკოს სიმღერის სიყვარულის დამსახურებაა რომ ჩვენი ოჯახი არსებობს".

პიანისტი, მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი და კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ნინო ჟვანია მოუთმენლად ელოდება პანდემიის დასრულებას, იმ დროს, როდესაც მონატრებულ მსმენელთან დარბაზში შეხვედრას შეძლებს. მანამდე კი, ვიდრე მისი აუდიტორია მხოლოდ ონლაინაა, სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, ბევრს მეცადინეობს და ოჯახურ გარემოში და-ძმასთან ერთად მუსიკალურ ექსპერიმენტებს განაგრძობს.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი - საშობაო კონცერტის გადაღება 2021 წელი
დები ჟვანიები - ნინო და თამარი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.