მულტიმედია
ზუგდიდელი კალათბურთელი გოგონები (ფოტო)
ზუგდიდში კალათბურთელ გოგონათა გუნდი 3 თვის წინ ჩამოყალიბდა. 50-ზე მეტი გოგონა ირიცხება. ყველაზე უმცროსი 9 წლისაა, ყველაზე დიდი კი 15-ის. მათ ყოფილი კალათბურთელი სლავა ებრალიძე წვრთნის.
ისინი კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობენ და ქვეყნის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

გოგონებისთვის კალათბურთი ცხოვრების ნაწილი გახდა.

სლავა ებრალიძეს თავდაპირველად, გარკვეული მიზეზების გამო,  გოგონების მიღება არ სურდა.

მან გოგონათა გუნდის ჩამოყალიბება ამერიკაში მცხოვრები მეგობრების რჩევით დაიწყო.

ახლა ამბობს, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, რადგან გოგონებმა წარმოუდგენელი შემართება და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს.

სლავა ებრალიძემ იცის, რომ ყველა მათგანი კალათბურთელი ვერ გახდება, თუმცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისინი ძლიერები და ჯანმრთელები გაიზარდონ.

გუნდში მწვრთნელის შვილიც თამაშობს. ნატალია  უკვე გამოიძახეს საქართველოს  16-წლამდელთა გოგონათა ნაკრებში. მისი ოცნებაა ითამაშოს NBA-ში და ამისთვის იცის, რომ დაუღალავი შრომა დასჭირდება.

ახალგაზრდა კალათბურთელები მოედნების სიმცირეს უჩივიან და ამბობენ, რომ ქალაქში კალათბურთის არც ერთი მოედანი გამართული არ არის.

გოგონები ამბობენ, რომ სპორტული ფორმები არ ჰყოფნით და ამიტომ ფორმას მხოლოდ თამაშების დროს იცვამენ.


Команда девочек по баскетболу была сформирована в Зугдиди 3 месяца назад. В команде уже числится более 50 девочек. Самой младшей из них - 9, а старшей - 15 лет. Их тренирует бывший баскетболист - Слава Эбралидзе. Они тренируются 3 раза в неделю и готовятся к возрастному чемпионату страны. Баскетбол стал частью жизни девочек. Изначально Слава Эбралидзе по ряду причин не хотел брать в команду девочек. Команду девочек он решил формировать по совету друзей, живущих в Америке Теперь он говорит, что не представляет жизни без них, потому что девочки проявили невероятный настрой и боеспособность. Слава Эбралидзе знает, что не все из них станут баскетболистами, но для него очень важно, чтобы они росли сильными и здоровыми. Дочь тренера тоже играет в команде. Наталью уже пригласили в сборную Грузии среди девушек до 16 лет. Ее мечта - играть в NBA и она знает, что для этого придется много работать. Юные баскетболисты жалуются на малое количество площадок и говорят, что в городе нет ни одной баскетбольной площадки в исправном состоянии. Девочки рассказывают, что им не хватает спортивных форм, поэтому они носят их только во время игр.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.