მულტიმედია
"გალიმენი" - გალელი ბლოგერის მეგრული "საინფორმაციო გამოშვება" (ფოტო/ვიდეო)
"პანდემიის დროს დავიწყე ვიდეოების ჩაწერა და გამოქვეყნება. მინდოდა სიტუაციის განმუხტვა, დაძაბულობის მოხსნა საკუთარი თავისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც უყურებს ამ ვიდეოებს".
წელიწადზე მეტია, გალში მცხოვრები რაჯი გერგედავა ინტერნეტში მეგრულენოვან იუმორისტულ ვიდეოებს აქვეყნებს. ხუმრობს ყველაზე და ყველაფერზე, თემებს კი გარშემომყოფებთან ყოველდღიური ურთიერთობისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქორწილებსა და სუფრებზე ეძებს. პერიოდულად ამზადებს "საინფორმაციო გამოშვებებს" და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ამ გზით ახალისებს.

"აფხაზეთში საკმაოდ ბევრ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია, ურთიერთობა... აქტიური ადამიანი ვარ, მაქვს რეკლამის, საქორწილო ვიდეოს გადაღების გამოცდილება და ზოგადად, მიგროვდება ბევრი ინფორმაცია, რასაც "საინფორმაციო გამოშვებებში" ვუშვებ. თითქმის ყველაფერი ნანახი და გაგონილია, ზოგჯერ ამბებს მთელი თვე ვაგროვებ... ვწერ ისეთ ხუმრობებს, რომელსაც ორი მხარე აქვს, ხშირად ეს სატირაა. ხუმრობების დახვეწაში მეგობრებიც მეხმარებიან, ზოგჯერ დიდხანს გვიწევს ფიქრი, რედაქტირება - არ გვინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ, თან გვსურს სიმართლე ვთქვათ", - გვიყვება რაჯი.


გვეუბნება, რომ ძალიან უყვარს მეგრული და ახალგაზრდებში მის პოპულარიზაციას მუდამ ცდილობს. გული წყდება, რომ დღესდღეობით ბევრს აქვს ამ ენაზე საუბრის კომპლექსი და იხსენებს იმ პერიოდს, როცა ეს ბარიერი თვითონაც გადალახა.

"ჩემს სამეგობროში საუბრობენ, კი. ძალიან პოზიტიური და მდიდარია მეგრული ენა, ახლანდელ დროში დაუფასებელი. თბილისში ახალი ჩასული რომ ვიყავი მერიდებოდა მეგრულად საუბრის, სულ მეგონა რომ ვინმე დამცინებდა. თანდათან მივხვდი, თუ რას ნიშნავს საკუთარი ენის სიყვარული - როცა მეგრულად საუბარი მესმის, ბედნიერი ვარ. ვერ წარმომიდგენია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მეგრულს ვერ გავიგონებდი... ისე ბევრი სიტყვა მეც არ ვიცოდი, ვცდილობ გავაუმჯობესო საკუთარი სასაუბრო მეგრულიც", - ამბობს ის.
29 წლის რაჯი საკუთარ თავს პირველ რიგში მოცეკვავედ მიიჩნევს, ამასთან ცეკვას სხვებსაც ასწავლის. ყველაზე უფრო ყაზბეგურ და ხანჯლურ ცეკვებს გამოარჩევს, განსაკუთრებით უყვარს "ცდო".

"მოცეკვავე თუ ხარ, მსახიობიც თავისთავად ხარ. ბევრ რამეზე ვთქვი უარი, რომ ცეკვა გამეგრძელებინა. დილის ვარჯიშის შემდეგ მივდივარ მაღაზიაში, თუ იქ ყველაფერი რიგზეა, გადავდივარ უკვე დარბაზში და ვფიქრობ ახალ ცეკვებზე. ჩემი ქუჩაზე არის აღმართი, ბავშვობიდან ცერებზე ამოვდიოდი სახლში, ვიყავი მოუსვენარი და მშობლებმა შემიყვანეს ნაციონალურ ცეკვებზე. თურმე პირველ დღეს მასწავლებლის ხმამაღალ შენიშვნებზე ვიტირე, თუმცა 1 კვირაში შევისწავლე საბაზისო ილეთები და წინ დამაყენეს - ყველაზე პატარა და სხარტი. 9 წელი გალში ვცეკვავდი, შემდეგ თბილისში ვემზადებოდი. შემდგომ უკვე სუხიშვილების სტუდიაში გადავწყვიტე მისვლა, სადაც საოცარი გარემო და განწყობაა სულ - იქ ჩემი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირდა ცეკვას", - გვეუბნება რაჯი.

საკუთარ ვიდეოებში ის ხშირად ეხება "პასპორტიზაციის", ენგურის ხიდის ჩაკეტვის თუ სხვა აქტუალურ თემას. კითხვაზე, ხომ არ იწვევს მსგავს საკითხებზე ხუმრობა ვინმეს გაღიზიანებას, გვპასუხობს, რომ "სიმართლე არავისთვის საწყენი და მიუღებელი არ უნდა იყოს".

"გალელების პასპორტიზაციის თემა დასამალი არ არის - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის მთავრობამ. რაც შეეხება ენგურის ხიდის ჩაკეტვებს, ამაზე ხშირად იმიტომ ვხუმრობ, რომ რუსეთში ჩვენ ვერ გავდივართ - არ გვაქვს შესაბამისი საბუთები, Вид на жительство. ენგურიც თუ ჩაგვეკეტა - გალის მოსახლეობა სრულად განწირულია. არადა, მგონია რომ ჩვენ ვართ აფხაზებსა და ქართველებს შორის შემაერთებელი ჯაჭვი".
კრიტიკაზე არ ღიზიანდება და ცდილობს ყოველი მომდევნო ვიდეო გააუმჯობესოს. უხარია, როცა "პირველ მეგრელ ბლოგერად" მოიხსენიებენ და ოცნებობს ხარისხიანი ტექნიკა ჰქონდეს, რომ მაყურებელს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო მასალა შესთავაზოს.

"ზოგი წერს - "ამხელა კაცია და რეებს მიედ-მოედებაო". ზოგს ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით იმიტომ ,რომ მეგრულად არის. ვიდეოებს ხშირად თვითონ ვამონტაჟებ, "Вид на удивительно"-ს საინფორმაციოებზე კი მეხმარებიან. ვიდეოებში ხშირად ჩნდებიან ჩემი მეგობრები, მეზობლები...ნაწილს მარტივად ვიღებთ, არის ისეთებიც მთელი დღე რომ ვამონტაჟებთ. რომ მქონდეს საშუალება, ტექნიკური აღჭურვილობა ავიყვანდი ოპერატორს, შევქმნიდით "რაჯიმენის" ჯგუფს, შემოვიკრებდი თანამოაზრეებს და ამ სახით დავასაქმებდი კიდეც ახალგაზრდებს. ხშირად ვდარდობ იმაზე, რომ შეიძლება ვერ მოვასწრო რაღაცების გაკეთება - მინდა ჩემს ქალაქში, გალში იყოს ისეთი ცხოვრება რომ ყველას უხაროდეს აქ ჩამოსვლა და არ გარბოდეს აქედან. შეიძლება დღეს რასაც ვაკეთებ ზღვაში წვეთი იყოს, თუმცა მჯერა და მაქვს იმედი რომ ხვალ მეტს შევძლებ, ამ ქალაქშიც მეტი ბედნიერი, გაღიმებული ადამიანი იქნება".
იხსენებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გალში ცხოვრება მისთვისაც რთული იყო, ახლა კი სხვაგან ვერც წარმოუდგენია თავი. პანდემიის სიმძაფრეც იუმორმა და ოპტიმიზმმა დააძლევინა.

"სახლში რომ ვიყავით გამოკეტილები, მაშინ გადავწყვიტე ბლოგის წარმოება, ხალხის გახალისება სასიამოვნო იყო. ახლა ეს ჩემი მეორეხარისხოვანი პროფესიაა. მახსოვს ვამბობდი, ყველგან ვიცხოვრებ გალის გარდა, მაგრამ დღეს, ჩემი მიწის სიყვარულით, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს - შევცვალო აქაურობა უკეთესობისკენ. ვხედავ ბევრ გაჭირვებულს, ადამიანებს, ვისაც სჭირდება დახმარება. აქედან გაქცევით უკეთესობა არასდროს იქნება - მე რითაც შემეძლება გავაუმჯობესებ ჩემს ქალაქს, ეს ჩემი მოვალეობაა. ჩემი ვიდეოები არაა საგანმანათლებლო, შეიძლება ჯობდეს წიგნის წაკითხვა, ან სხვა უფრო სასარგებლო საქმის კეთება - არავის მოვუწოდებ, ან ვურჩევ რომ გამოიწეროს ჩემი გვერდები - ეს მათი გადასაწყვეტია, მე ვიცი, რომ ეს არის ცხოვრებისეული ამბები, ხუმრობა და მეგრული ენის სიყვარული, რომელიც მეხმარება მე და იმედი მაქვს, თუნდაც მცირე დროით უქმნის განწყობას სხვებსაც".
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოიწყო და ბიზნესკლიენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, ფეისბუქზე ონლაინმაღაზია შექმნა.
ორგანიზაციამ „შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი“ ახალი პროექტის -  "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება” განხორციელება დაიწყო.
სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი ახალ აქციას იწყებს.
კორონავირუსი
საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 865 პირს დაუდასტურდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 1 169 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 607 ახალი შემთხვევა.
27 იანვრიდან 4 თებერვლამდე სოხუმის ყველა სკოლა, გაუარესებული ეპიდვითარების გამო, კარანტინში გადადის. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ "აფსნიპრესს" განუცხადა.
საზოგადოება
იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ნამატი დაუსუბსიდირდება მიზნობრივ ჯგუფებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
მთავრობა სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / იანვარი 2022
აფხაზეთში გრძელდება დისკუსიები "უცხო აგენტის" კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეების ნაწილში შეშფოთებას იწვევს. ისინი მიმართავენ აფხაზეთის
28 / იანვარი 2022
ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფისა და მოძრაობა "ხმის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს,
28 / იანვარი 2022
დღეს ზუგდიდის სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო,
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 1 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ფოთი 4 °C
img
მესტია -10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.