მულტიმედია
IRDA - ტყავის ექსკლუზიური აქსესუარები ირინა ყორშიასგან (ფოტო/ვიდეო)

იდეიდან ბიზნეს გეგმამდე, სუტაჟის სამკაულებიდან ტყავის სახელოსნომდე და შემოსავლის წყაროდ ქცეული ხელსაქმე. IRDA - ამ სახელწოდების ბრენდი ირინა ყორშიას ეკუთვნის.

წლების წინ საკუთარ თავს დაუსახა მიზანი, რომ ეპოვა საქმე, რომელიც მის შემოქმედებით წყურვილს დააკმაყოფილებდა. ასე შეიქმნა "ირდაც". დღეს კი ირინა ზუგდიდში ერთადერთია, რომელიც  ტყავის ტექნიკას სრულფასოვნად ფლობს და უფრო მეტიც, უკვე სხვებსაც ასწავლის.

ბრენდს უკვე იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. IRDA-ს სხვადასხვა სახის ჩანთას, ქალისა და მამაკაცის საფულეს, ქამრებს, პასპორტისა და ბარათის ჩასადებებს იტალიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში შეხვდებით.გაზრდილი ინტერესი და მხარდაჭერა კი ირინა ყორშიასთვის კიდევ ერთი მიზეზი და სტიმულია, რომ საქმიანობის მასშტაბების გაფართოებაზე იზრუნოს.
"ეს არ არის ჩემთვის სამსახური, ეს არის ჩემი სულის ნაწილი,როცა  სახელოსნოშიჩამოვდივარ, ვისვენებ და თითოეულ ნივთს სიყვარულით ვქმნი. სამსახურს ვერ დავარქმევ, ხალისით ვაკეთებ ყველაფერს.

ირინა ყორშიამ ხელოვნება და შემოსავლის წყარო 6 წლის წინ გააერთიანა. თავიდან ხელოვანი სუტაჟის სახელწოდებით ცნობილი ფრანგული ტექნიკით სამკაულებს ამზადებდა, თუმცა საქმის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ მიმართულება შეიცვალა და ტყავის ტექნიკის შესწავლა დაიწყო. მომდევნო წლებში ბიზნეს გეგმებისა და საპროექტო განაცხადების მომზადებას დაეუფლა რათა საქმიანობის განვითარებისთვის დაფინანსების წყაროები მოეპოვებინა.

"თავდაპირველად თასმებით ვამზადებდი სამკაულებს. მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ არავინ არ აკეთებდა ამას ზუგდიდში, მეც დავიწყე ამ ნამუშევრების გაყიდვა. შემდეგ უკვე მომინდა შეფუთვა გამეკეთებინა ჩემი ნამუშევრებისთვის. მითხრეს, რომ ტექნოპარკში იყო დანადგარები, რომლებიც მე მჭირდებოდა. აქ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ვისწავლე, თუ როგორ მექცია  იდეა ბიზნეს გეგმად. ჩავატარე მოკლე კვლევა ტყავის მიმართულებაზე და მივედი დასკვნამდე, რომ ამ საქმით ზუგდიდში არავინ არ იყო დაკავებული. გადავწყვიტე, დამეწყო ტყავის ჩანთების, საფულეების და სხვა აქსესუარების შექმნა".

ქალების გაძლიერებისთვის და საზოგადოებაში კვლავ არსებული სტერეოტიპების დასამსხვრევად ბრძოლა ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა. თუმცა ზოგადი მოცემულობით ჩვენ გარშემო ქალებს პრობლემა და ბარიერი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მხარდამჭერი ეგულებათ. არსებობენ ერთეულები, რომლებიც რთული გზის გავლას მარტო იწყებენ და სხვებისთვის მაგალითები ხდებიან.

"ქალს თავისი საქმე უნდა ჰქონდეს და საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობდეს. ყველა ქალს ვურჩევ, რომ გამოვიდნენსახლიდან. დღესდღეობით არაერთი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ქალებს ეხმარება განვითარებაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ქალი საკუთარ თავს რაიმე საქმეში იპოვის".

ირინას სურვილი, რომ საკუთარი შემოსავალი და რაც მთავარია, საყვარელი საქმე ჰქონოდა, მხარდაჭერის გარეშე შეიძლება ისევ სურვილად და იდეად დარჩენილიყო, თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე არაერთი ორგანიზაცია გამოჩნდა, რომელმაც მისი დახმარების სურვილი გამოთქვა, მათ შორის ლტოლვილთა დანიის  საბჭო. დონორმა ორგანიზაციამ "ირდას" განვითარებაში დიდი როლი შეასრულა და ტყავის ნაკეთობების ოსტატს საჭირო დანადგარების შეძენაში დაეხმარა.
"შევიძინეთ ციფრული თარგები, რითაც მომეცა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა უცხო დიზაინის ჩანთები შევკერო, ესეც DRC-ის მხარდაჭერით მოხდა. გარდა ამისა, ათთვიანი მენტორობის პროგრამაში ჩავერთე და დღეს უკვე თანამშრომელიც მყავს".

ირინა ყორშიას მიზანი საკუთარი ბიზნესის განვითარების გარდა სხვა ქალების დახმარებაა. "ირდა" მზად არის მენტორობის პროგრამის ფარგლებში კიდევ მიიღოს სხვა შეგირდები, რომლებსაც ტყავზე მუშაობას ასწავლის.


 

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
„სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა - მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების შესახებ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციისათვის პრიორიტეტული მნიშველობისაა ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ფუნქციონირება.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / თებერვალი 2023
დღეიდან, 4 თებერვლიდან, აფხაზეთში ძალაში შედის ელექტროენერგიის შეზღუდვების ახალი გრაფიკი, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის ძრდით. ინფორმაციას კომპანია
03 / თებერვალი 2023
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი კულტურის სახლის ეზოში მუნიციპალიტეტის მერია ეთნოკულტურული პარკის მოწყობას გეგმავს.
03 / თებერვალი 2023
ზუგდიდის მერიამ თბილისისა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
ამინდი
ზუგდიდი 5 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.