სარეკლამო მასალა
ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის პრეზენტაცია
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ პრეზენტაცია ონლაინ -Zoom პლათფორმის საშუალებითგაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის უკვე არსებული პროგრამების შეფასებასა და ადრეული ეტაპზე მოძალადესთან მუშაობის პერსპექტივებს მიეძღვნა, სადაც მოხსენებები როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს: ნინო ტყეშელაშვილი -მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; ანა ფაჩუაშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ქეთი ჩუთლაშვილი - სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, მაია ქამუშაძე - ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოციალური მუშაკი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერებას, სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას. ასევე გამოიკვეთა, მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, სოციალური დაკვეთის გასაძლიერებლად, მეტი საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობა და ზოგადად ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციული მექანიზმების განვითარების და გამრავალფეროვნების საჭიროება.

„სახელმწიფო ძალადობის პრევენციის პილიტიკა საკმაოდ სუსტია. სახელმწიფო უწყებები ვერ ახერხებენ ოჯახში ძალადობის დროულ შეკავებას და მსხვერპლებისთვის უსაფრთხოების მიღწევას. ჩვენთან ხშირად გაუზიარებიათ მსხვერპლებს, რომ მათ სჭირდებათ მოძალადის ძალადობრივი ქცევის ცვლილება. უკვე არსებული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მიღმა, საჭიროა დამატებითი ქმედითი მექანიზმების გამოყენება, რისი იმედიც დაზარალებულ ქალებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ,“ - ქეთი ჩუთლაშვილი, სოციალური სამართლინობის ცენტრის იურისტი.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

„დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის თქვენ, სადაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს ჩვენ-ჩვენი გამოცდილებების, მიგნებების, სტატისტიკის, მიღწეული შედეგების, გამწვევების გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა ინფორმაციის შევსების თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები, ყოველთვის ახალი ინიციატივების, ცვლილებების და სერვისების წინაპირობებს ქმნის,“ - ინდირა რობაქიძე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი.

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.