დაფინანსებული
ზუგდიდის მორიგი გამარჯვება საერთაშორისო პლათფორმაზე
ევროპის გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი " Food Film Menu".

კონკურსის მიზანია, ადგილობრივი თემების გაძლიერება, განსხვავებული საკვების, კულტურის, ხელოვნების დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლება.

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე წელს ზუგდიდი, და ზოგადად, საქართველო პირველად წარსდგა ამ კონკურსზე.

ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში" ფარგლებში გადაღებული ფილმი "ბჟაშ ომაფე - რძის და მზის სამეფო", კონკურსის ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა "მსოფლიო გასტრონომიის რეგიონის პრეტენდენტის" კატეგორიაში.
ვულოცავთ საქართველოს, რომ ავთენტური გასტრონომიის გაცნობის პირველივე მცდელობა ასეთი წარმატებული აღმოჩნდა.

გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტი IGCAT-ის პარტნიორი საქართველოში გახლავთ ააიპ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელმაც მიიღო ექსკლუზიური უფლება საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსის ჩასატარებლად.

თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენი ფილმი "ბჟაშ ომაფე" სხვა ფინალისტების შორის გამარჯვებულად გამოცხადდეს, საჭიროა საზოგადოების, ჩვენი თანაქალაქელებისა და მთელი საქართველოს მხარდაჭერა.

ხმის მიცემა დაიწყება 26 სექტებერს დილის 9:00 საათიდან, ცენტრალური ევროპის დროით,(საქართველოს დროით დილის 11:00 საათიდან) და გაგრძელდება 30 სექტემბრის შუაღამემდე (ღამის 02:00 საათი).

გთხოვთ, გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დააფიქსიროთ თქვენი ხმა, გაითვალისწინეთ, ფილმის ინგლისური სახელწოდებაა Kingdom of milk and the Sun.
Print Email
FaceBook Twitter
თეგები: Food Film Menu / კონკური /
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.