რეგიონი
გაერო-ს წარმომადგენლობა ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს

ჟენევის დისკუსიებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და მისი მრჩეველი ჰაილი მამო სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდნენ. მათ, ამირეკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდის განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჭუბურხინჯის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობებს და გაერო-ს მხრიდან გალის რაიონის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საკითხებს. ,,ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის დისკუსიებს. მიუხედავად სირთულეებისა, დღეს ეს ერთადერთი არენაა, სადაც კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი შეიძლება. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მიმდინარეობისას ჩვენ გვინდა, ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატის აღდგენის საკითხი დავაყენოთ. ასევე გვსურს, განვიხილოთ გალის რაიონის განვითარებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები და ის მხარეები, რაშიც მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა შეგვიძლია.” - განაცხადა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა.

ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას ხაზი ხაჯიმბამაც გაუსვა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს, კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგი ჩიხში შევიდა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან მალევე უნდა გამოვიდნენ.

,,ვისურვებდი, რომ ჟენევის დისკუსიები ტრადიციულ შეხვედრებად არ გადაიქცეს, სადაც მხოლოდ პრობლემებზე საუბარი მიმდინარეობს და არც ერთი საკითხი არ წყდება. მე მჯერა, რომ მხარეებს უნდათ, პროცესები პოზიტიური იყოს, მაგრამ დისკუსიების უსასრულოდ გაგრძელებაც არ არის საუკეთესო გამოსავალი.” - აღნიშნა უცხოელ სტუმრებთან საუბრისას ხაჯიმბამ.

რაც შეეხება გალის რაიონის მოსახლეობას, რაულ ხაჯიმბას თქმით, მათი უმეტესობა ხმამაღლა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

,,თუმცა ჩვენ ეს არ გვაშინებს. პირიქით, ვცდილობ, ეს ხალხი ფხაზეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ და ამ ტერიტორიაზე მათთვის უსაფრთხო ცხოვრების პირობები შევქმნათ.” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
15 / მაისი 2025
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
15 / მაისი 2025
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მტკვარში გადავარდნის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
15 / მაისი 2025
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.