ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილი
ტარიელ ქობალია, რომელიც მეცამეტე დღეა შიმშილობს, სამინისტროს წინ
თავის დაწვით იმუქრება. მისი თქმით, დევნილთა
სამინისტროს მხრიდან უყურადღებობის გამო, ის იძულებულია პროტესტის
უკიდურეს ფორმას მიმართოს.
"ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ზოგს ტუჩი დაუჩირქდა, ვერ
უძლებს ხალხი უკვე ამდენს. მეტი არ შემიძლია, კიდევ ორი დღე, რაც
შემიძლია, იმდენს მოვითმენ ბოლომდე. მე თუ სახელმწიფოს პირადად
არაფრად არ ვუღივარ, ზეგ ანუ ორ დღეში ავდგები და სამინისტროს წინ
თავს დავიწვავ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას,"- ამბობს
ქობალია.
მისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ორმა დევნილმა,
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 ადამიანი, ჩასახლების ეზოში
სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს.
ისინი
მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით
უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში
აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება.
დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი,
ათეულობით წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები